იერუსალიმის იერარქი: ყველა ეკლესიამ უნდა შეწყვიტოს დანაშაული უმე-ის წინააღმდეგ

სებასტიის მთავარეპისკოპოსი თეოდოსი. ფოტო: orthodoxianewsagency

სსკგ-ის კომუნიკაციის სამსახური, 04.26.2023. 2023 წლის 25 აპრილს იერუსალიმში ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს) დელეგაციასთან შეხვედრისას სებასტიის მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ განაცხადა, რომ დევნა, რომელსაც დღეს კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია კიევის ხელისუფლებისგან განიცდის, არის „ნამდვილი დანაშაულებრივი ქმედება“. იუწყება «Патриархия.ру».

„მსოფლიოში ყველა ქრისტიანულმა ეკლესიამ, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან ერთად, უნდა შეაჩეროს ეს მართლაც საშინელი დანაშაულებები მთელს მსოფლიოში კარგად ცნობილი ამ ეკლესიის წინააღმდეგ. მართლმადიდებლობა უკრაინის მიწაზე ათას წელზე მეტია არსებობს, ახლა კი თვით ეს მიწა იტანჯება ომისა და შეუწყვეტელი ძალადობისგან. როგორც ვხედავთ, კანონიკურ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე მიმდინარე ზეწოლის ნამდვილი მიზანია, მისი ალტერნატიული არაკანონიკური სტრუქტურის პოპულარიზაცია. ის შეიქმნა დასავლეთის ქვეყნებსა და კიევის ხელისუფლებას შორის შეთანხმებით, რომელმაც თავისი ქვეყანა ომში ჩაითრია, რათა მომსახურებოდა დასავლეთის ხარბ და ბატონისეულ პრეტენზიებს“, – ნათქვამია მიმართვაში.

ის დარწმუნებულია, რომ „უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მიმდინარე ზეწოლის რეალური მიზანია ალტერნატიული არაკანონიკური სტრუქტურის (მეუ - რედ.) პოპულარიზაცია. იგი შეიქმნა დასავლეთის ქვეყნებსა და კიევის ხელისუფლებას შორის შეთანხმებით“.

„აშკარაა, რომ კიევის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ლავრა სარგებლობაში გადასცეს სქიზმატურ სტრუქტურას, რომლის კანონიკურობას ჩვენ ვერ ვაღიარებთ“, – განაცხადა ეპისკოპოსმა თეოდოსიმ.

არქიეპისკოპოსმა მოუწოდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიიღოს „ყველა შესაბამისი ქმედება, რათა დაიცვას და დაეხმაროს ტანჯული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია-მოწამე, რომელიც დღეს საშინელ დევნას განიცდის“.

მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ გაიხსენა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებმა მრავალი გზავნილი გაუგზავნეს მსოფლიოს სხვადასხვა საეკლესიო და სამართლებრივ ორგანიზაციებს: „ვიმედოვნებთ, რომ ისინი მიღებული და გათვალისწინებული იქნება დევნის შესაწყვეტად“.

„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსების დევნა უნდა შეწყდეს და კიევ-პეჩერის ლავრა დაუბრუნდეს მის ნამდვილ მფლობელებს. ამ სავანეში ინახება მრავალი ღირსი მამის ნეშტი, მასში განუწყვეტლივ აღესრულება ღვთისმსახურებები და აღევლინება ლოცვები. ეს არის სულიერი ცხოვრების ცენტრი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის მუზეუმი, როგორც ეს უკრაინის პრეზიდენტს ვ. ზელენსკის სურს, რომელიც ცდილობს სარგებლობაში გადასცეს ის არაკანონიკურ სქიზმატურ სტრუქტურას – კანონიკური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ალტერნატივას.’’-დაამატა არქიეპისკოპოსმა.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ანტიოქიის ეკლესიის სინოდმა მსოფლიო ლიდერებს მიმართა უმე-ის დევნის გამო.

სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.

ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო

პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.

ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.