უმე-მ სასამართლოში გაასაჩივრა ეთნოპოლიტიკის სახელმწიფო სამსახურის მიერ ჩატარებული ეკლესიის წესდების „ექსპერტიზა“

კიევ-პეჩერის ლავრის ადვოკატი დეკანოზი ნიკიტა ჩეკმანი. ფოტო: скриншот видео «Першого козацького»

კიევ-პეჩერის ლავრის ადვოკატმა, დეკანოზმა ნიკიტა ჩეკმანმა კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში შეიტანა სარჩელი უმე-ს მართვის წესდების „რელიგიური ექსპერტიზის“ უკანონობის შესახებ, რომელიც ჩაატარა ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურმა. ამის შესახებ იუწყება Telegram-არხის იურისტი.

მამა ნიკიტა სასამართლოს თხოვს ჩათვალოს კანონსაწინააღმდეგოდ და გააუქმოს ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანებები „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის წესდების რელიგიური ექსპერტიზის ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ“ და 2023 წლის 27 იანვრის „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების რელიგიური ექპერტიზის ჩატარების უზრუნველყოფის დასკვნის დამტკიცების შესახებ, მოსკოვის საპატრიარქოსთან საეკლესიო-კანონიკური კავშირის არსებობის პირობებში“.

ადვოკატმა ხაზი გაუსვა, რომ „ექსპერტიზა ჩატარდა კანონმდებლობის უამრავი დარღვევით“ და მას ატარებდნენ „სუბიექტური ადამიანები, რომლებსაც უმე-ს მიმართ არაერთხელ გამოუხატავთ  ნეგატიური დამოკიდებულება“.

„კანონიერი, ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს იმედი გვაქვს“, - დაამატა მამა ნიკიტამ.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მანამდე დეკანოზი ნიკიტა ჩეკმანი ყვებოდა იმის შესახებ , რომ ის ამზადებს სარჩელს, რომლითაც წამოიწყებს დავას ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის მიერ ორგანიზებულ  უმე-ს მართვის წესდების „რელიგიურ ექსპერტიზის“ თაობაზე.

სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.

ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო

პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.

ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.