საფრანგეთში მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს მუხამედის კარიკატურების გამო

დანაშაული პარიზის გარეუბანში მოხდა. ფოტო: lemonde.fr

ქალაქ კონფლან-სენტ-ონორინის კოლეჯის 47 წლის მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს გაკვეთილის შემდეგ,რომელზეც იგი აჩვენებდა სტუდენტებს მუხამედ წინასწარმეტყველის კარიკატურებს.გაკვეთილის თემა იყო სიტყვის თავისუფლება, იუწყება Le Monde.

ინციდენტი მოხდა 2020 წლის 18 სექტემბრის საღამოს იმ კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე,სადაც გარდაცვლილი ასწავლიდა ისტორიასა და გეოგრაფიას.ბოროტმოქმედი დანით თავს დაესხა მასწავლებელს და თავი მოჰკვეთა მას.დამნაშავემ მოასწრო სოციალურ ქსელ Twitter-ში განეთავსებინა თავმოკვეთილი მასწავლებლის ფოტოები წარწერიტ:“მაკრონ,ურჯულოების მმართველო,მე დავსაჯე შენი ერთ-ერთი ძაღლი,რომელმაც გაბედა მუხამედის დამცირება“, აზუსტებს Actu17.

დაკავების დროს დამნაშავე პოლიციამ ჩაცხრილა.გავრცელებული ინფორმაციით,საუბარია 18 წლის ჩეჩნური წარმომავლობის ევრეს მკვიდრზე,რომელიც მოსკოვში იყო დაბადებული.Telegram-არხი Baza-ს უწყებით,რუსეთის საელჩომ საფრანგეთში დაადასტურა ის ფაქტი,რომ პარიზის გარეუბანში ჩადენილი მასწავლებლის მკვლელობის საქმეში მოიაზრება 18 წლის მოსკოველი,რომლის ნიკი Twitter-ში ცნობილია,როგორც „Чечен-270“(ეს აკაუნტი ამჟამად დაბლოკილია).

მკვლელობა მოხდა სატირიკული ჟურნალის Charlie Hebdo-ს ოფისზე ჩადენილ თავდასხმიდან 5 წლის შემდეგ.როგორც არის ცნობილი, ჟურნალი Charlie Hebdo აქვეყნებდა მუხამედ წინასწარმეტყველის კარიკატურებს.თავდასხმის დროს ისლამისტებმა 12 ადამიანი მოკლეს.2020 წლის 18 სექტემბერს ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი,47 წლის მასწავლებელი,გაკვეთილზე საუბრობდა სიტყვის თავისუფლებაზე და აჩვენებდა სტუდენტებს მუხამედ წინასწარმეტყველის კარიკატურებს.გაკვეთილის დაწყებამდე მან ურჩია მუსლიმ მოსწავლეებს დაეტოვებინათ საკლასო ოთახი, რათა მათთვის შეურაცხმყოფელი არ ყოფილიყო წარმოდგენილი მასალა.

აღინიშნება,რომ 18 წლის მკვლელი არ იყო კოლეჯის სტუდენტი.მკვლელობასთან დაკავშირებით უკვე დაკავებულია 9 ადამიანი,მათ შორის სტუდენტების ორი მშობელი-ცნობილი გახდა, რომ ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ ისინი მასწავლებელს ემუქრებოდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა,რომელმაც ადრე გამოთქვა სურვილი ქვეყანაში აეშენებინა განმანათლებელი ისლამი,ამ თავდასხმას ისლამური ტერაქტი უწოდა.

ჟმკ ადრე წერდა,რომ საფრანგეთში მამაკაცმა „ალახ აკბარ“-ის ძახილით მკვლელობა ჩაიდინა.

სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.

ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო

პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.

ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.