რომის პაპის განცხადება ლგბტ პირებზე სრულიად ქრისტიანული სამყაროს სირცხვილია
დეკანოზი ანდრეი ტკაჩოვი. Სურათი: tsargrad.tv
„სრულიად ქრისტიანული სამყაროს სირცხვილი“, – ასეთი კომენტარი გააკეთა დეკანოზმა ანდრეი ტკაჩევმა ტელეკომპანია „ცარიგრად“-ის ეთერში რომის პაპის ფრანცისკის განცხადებაზე „ლგბტ“ პირების კავშირის შეფასებისას.
ღვთისმსახურის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ათას წელზე მეტია, არ გვაქვს ევქარისტული ერთობა, გვაქვს სერიოზული წინააღმდეგობები. რომის პაპმა, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, აუცილებლად სახარებით უნდა იხელმძღვანელოს.“
„Urbi et Orbi-ის აივნიდან მიმართვისას ის აკეთებს მხოლოდ იმას, რასაც არ აკეთებს არც ერთი აღმოსავლელი პატრიარქი“, - აღნიშნა დეკანოზმა. 21-საუკუნეში რომის პაპს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ჩვენ ვქადაგებთ მხოლოდ ტაძრებში, რაც ზეგავლენას ვერ ახდენს საზოგადოების დიდ ნაწილზე და ვერ იწვევს დიდ მსოფლიო რეზონანსს. უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივ მორალზე, ცხოვრებაზე რომის პაპის გავლენის ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე აღმოსავლელი პატრიარქების.
მისივე მოსაზრებით, რომის პაპმა უნდა ისაუბროს მონანიებაზე, ლოცვასა და წმინდა სახარებაზე, ის კი „რომის პაპის ღირსების დაკნინების პარალელურად სხვადასხვა პერვერსიებზე საუბრობს“.
„ჩვენს უღმერთო დროში პაპმა უნდა ისაუბროს მონანიებაზე, რომელიც ერთადერთი მხსნელია. ჩვენი ყოველდღიურობით, კომფორტში განაბული ცხოვრებით უფრო და უფრო ვშორდებით უფალს. გულმოწყალების და მიტევების საკითხების ფართოდ მიმოიხილავს პაპი, რადგანაც კათოლიკეობა უფრო სოციალური მოვლენაა. საერთოდ ღირს კი ველოდოთ მისგან ქრისტიანულ ქადაგებას,“ - განმარტავს დეკანოზი ანდრეი.
მთავარი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ „არ ჩანს ღვთის სიტყვის მადლი. ასახულია შიში, სიცრუე და სიმხდალე. თითქოს ყველას მართალი აზრის გამოთქმის შიში აქვს, თვით მაღალ იერარქებსაც კი,“ - აღნიშნავს დეკანოზი.
„ეს სრულიად ქრისტიანული სამყაროს, ეს ჩვენი სირცხვილიცაა. მღვდელმსახური გაცილებით უფრო მაღალი სიმაღლიდან უნდა ქადაგებდეს სახარებისეულ მცნებებს და არა რეზიდენციის აივნიდან“, - დასძინა დეკანოზმა.
როგორც მჟკ (მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი) იუწყებოდა, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს რომში შედგა პრემიერა დოკუმენტური ფილმისა „ფრანცისკი“. ერთ ეპიზოდში რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა მხარი დაუჭირა ერთსქესიანთა ქორწინებას. მოგვიანებით, კი ცნობილი გახდა, რომ პაპის ნათქვამის თარგმნა საგანგებოდ არასწორად განხორციელდა, რათა გავლენა მოეხდინათ აშშ-ის კონსერვატიულად განწყობილ კათოლიკურ ფრთაზე არჩევნების წინ.
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.