ლიტანიობის აკრძალვა მხოლოდ სასამართლო წესით არის შესაძლებელი, - უმე-ს იურიდიული განყოფილება

უმე-ს ლიტანიობა. ფოტო: pravlife.org

უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ლიტანიობის ჩატარების აკრძალვა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია და არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. ამის შესახებ განაცხადეს  უმე-ს იურიდიულ განყოფილებაში, როდესაც კომენტარს აკეთებდნენ საოლქო საბჭოების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე  ცალკეულ ოლქებში ლიტანიობების აკრძალვის შესახებ.

იურიდიულ განყოფილებაში აღნიშნეს, რომ სასამართლო წესით ლიტანიობების ჩატარების აკრძალვა რეგლამენტირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც რწმენის არჩევის თავისუფლების უფლება ხორციელდება ერთპიროვნულად ან კოლექტიურად, კერძო ან საზოგადოებრივ ადგილას.

გარდა ამისა, უკრაინის კონსტიტუციის სტ.39, ნაწ. 1 განსაზღვრავს მოქალაქეთა უფლებას მშვიდობიანი შეკრებების, მსვლელობების ან დემონსტრაციების ჩატარებაზე.

უმე-ში აგრეთვე აღნიშნეს, რომ ლიტანიობა ღვთისმსახურებაა, რომელიც ტარდება ეკლესიის წესების მკაცრი დაცვით, ხოლო ლიტანიობის მთავარი შემადგენელი ნაწილი  ლოცვაა.

„ლიტანიობები არასდროს არ აღიქმებოდა როგორც ძალის დემონსტრირება ან პოლიტიკური აქცია. ეს ყოველთვის ღვთისმსახურება იყო, რომლის დროსაც ღვთისადმი ლოცვას არა მარტო გონებით აღავლენენ, არამედ ფიზიკურადაც ირჯებიან - ზოგჯერ საკმაოდ ხანგრძლივი მსვლელობით“, - განაცხადეს იურიდიულ განყოფილებაში.

„არც ერთი კანონმდებლობით არ არის აკრძალული ღვთისმსახურებების ჩატარება ლიტანიობის სახით, თუმცა კანონით დაწესებულია აკრძალვა, რომ ვინმე ჩაერიოს ამ ღვთისმსახურებაში და მიიღოს გადაწყვეტილება ღვთისმსახურების/რელიგიური რიტუალის აკრძალვის თაობაზე“ - დაამატეს უმე-ში.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ტერნოპოლის საოლქო საბჭომ აკრძალა ოლქში უმე-ს ლიტანიობა.

ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.

ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა

უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.

ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“

სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".

უმე-ის წინამძღვარმა სამწყსო მარხვის წინ დალოცა

მიმართვა წაიკითხება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეკლესიასა და მონასტერში შენდობის კვირას.

ჩერნივცის ხელისუფლება: დარეგისტრირდა თემების გადაწყვეტილებები უმე-ისადმი ლოიალობის შესახებ? ეს ჩვენთვის არ არის

ჩერნივცის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათი ამოცანაა რელიგიური თემების წესდებაში ცვლილებების რეგისტრაცია, მაგრამ არა მათი სტატუსის დადასტურება.

მეუ-მ მიტროპოლიტი არსენი დაადანაშაულა "ასობით უკრაინელის მკვლელობაში"

მეუ-ს „მღვდელმა“ თქვა, რომ სვიატოგორსკის მიტროპოლიტმა, თითქოს, რუსული იარაღი მიმართა უკრაინის მიმართ.