თანამედროვე სამყარო იდეალურია ანტიქრისტეს მოსვლისათვის, - პასტორი აშშ-დან

ჯონ მაკარტური. ფოტო: christianheadlines.com

აშშ-ში ცნობილმა პროტესტანტმა პასტორმა და მწერალმა ჯონ მაკარტურმა განაცხადა, რომ თანამედროვე სამყარო იდეალურია მომავალი ანტიქრისტესათვის, - იტყობინება გამომცემლობა Christian Headlines.

თანამედროვე სამყარო „ყველა ქვეყანაში გავრცელებული ვირუსითა და მთავრობებით, რომლებიც მოქალაქეებს უბრძანებენ სახლში დარჩენას - თითქოს იდეალურია ანტიქრისტეს მოსვლისათვის“, თქვა მაკარტურმა.  

მისივე სიტყვებით, კოვიდ-19-თან დაკავშირებით მსოფლიოს მთავრობებმა „გააკეთეს ის, რაც კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს მომხდარა - მათ პრობლემაც და პასუხიც გახადეს გლობალური“.

„ეხლა ჩვენ - ვართ გლობალური სამყარო; და ეს ის სისტემაა, რომელსაც ველოდით გამოსყიდვის მთელი ისტორიის მანძილზე, რადგან უფალი შეგვპირდა, რომ მომავალში მოვა ანტიქრისტე, რომელსაც ექნება გლობალური მმართველობა“, - აღნიშნა მან.

„ ჩემს ცხოვრებაში პირველად ჩვენ გვაქვს ამგვარი ძალაუფლება ადამიანებზე მთელს მსოფლიოში. შეგვიძლია გავთიშოთ ისინი, რომ ვერ შეძლონ ფუნქციონირება... და ეს ესადაგება ანტიქრისტეს სამყაროს. როცა თქვენ უყურებთ გამოცხადების წიგნს, იქ არის მხეცის ნიშანი და რიცხვი; მაგრამ თუ თქვენ ეს არ გაქვთ თქვენს ვერც ვერაფერს ყიდულობთ და ვერც ყიდით, თქვენ არ არსებობთ“, - განაცხადა მაკარტურმა.

„მათ იციან ყველაფერი თქვენს შესახებ - ადამიანები, რომლებსაც აქვთ თქვენს ყველა მონაცემზე წვდომა. მათ ეს ყველაფერი იციან. თქვენ შეიძლება შეწყვიტოთ არსებობა ნებისმიერ მომენტში, -თუ ვინმემ ასე გადაწყვიტა. ასეთი სამყარო იდეალურად შეესაბამება ანტიქრისტეს მოსვლას... და მსოფლიოც მის ფეხებთან ეცემა“, - ხაზი გაუსვა პასტორმა.  

მაკარტურმა განაცხადა, რომ ის არ იწინასწარმეტყველებს ქრისტეს მალე მოსვლას. თუმცა, მისი თქმით, „დღევანდელი მოვლენებიდან ბევრი რამ ემთხვევა წმინდა წერილის წინასწარმეტყველებებს“.

ბიბლია ამბობს, რომ ბოლო დროს იქნება განუკითხაობა. და დღეს არის განუკითხაობა, და ჩვენ ვხედავთ მზარდ განუკითხაობას და მცდელობებს შეიქმნას კიდევ უფრო დიდი განუკითხაობა... ეს სამყარო, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ აბსოლუტურ ქაოსში, რომ სწორმა სატანისტმა ლიდერმა, რომელიც ყველაფერის გამოსწორებას შეგვპირდება, შესაძლოა სამყაროს მეფის ტიტულიც კი მიიღოს. ამ ანტიქრისტეს, რომელსაც ეხმარება ცრუ წინასწარმეტყველი, ვხედავთ გამოცხადების წიგნში“, - აღნიშნა მაკარტურმა.

მან განაცხადა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, „რომლის არსებობის შესახებაც ჩვენ არასოდეს ვიცოდით. ჩვენ გვაქვს ისეთი იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს მთელი მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი, მეოთხედი, როგორც ამას ვხედავთ გამოცხადების წიგნში.  ჩვენ გვაქვს ისეთი ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლია ადამიანები აღგავოს პირისაგან მიწისა. ასე რომ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია დავრწმუნდეთ, რომ ვუყურებთ მხოლოდ დროის ნიშნებს“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ კათოლიკური იერარქის კარლო მარია ვიგანოს თქმით, სამყარო დასასრულს უახლოვდება ჩვენს თვალწინ.

ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას

1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.

გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი

„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.

ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.

უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა

პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.

რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა

მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".

ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.