ჩერკასკის იერარქი უშძ-ის მუქარის შესახებ: ღმერთს სიხარულისკენ შეჭირვებით მივყავართ
ჩერკასის მიტროპოლიტი თეოდოსი. ფოტო: сайт Черкасской епархии
2023 წლის 6 ოქტომბერს ჩერკასკის მიტროპოლიტმა თეოდოსიმ ეპარქიის იუთუბ-არხზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში კომენტარი გააკეთა უშძ-გან ახალი ეჭვმიტანილობის ჩაბარებისა და ძალოვანთა მოთხოვნებზე მისი დაკავების შესახებ.
მღვდელმთავარი ყვებოდა, რომ 5 ოქტონბერს დილაადრიან მის სახლში „შეიჭრა უშძ-ის თანამშრომელთა ჯგუფი მორიგი ჩხრეკით“, რის შედეგადაც ძალოვნებმა მისი ტელეფონი და კომპიუტერი წაიღეს.
მისი სიტყვებით, უშძ-მ ეჭვმიტანილობა მას „მისვლისთანავე ჩააბარა და ის წინასწარ იყო გამზადებული“. იერარქმა აღნიშნა, რომ „ყველა დაზარალებული და მოწმე კვლავ მეუ-ს კლირიკოსები არიან. ახლა არა მარტო ჩერკასელები, არამედ კიეველებიც“.
მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ მას „ბრალს სდებენ უსაფრთხოების სამსახურების კრიტიკის გამო, ბრალს სდებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კრიტიკის გამო, ბრალს სდებენ, რომ ჩვენ ახლა უკრაინაში მართლმადიდებელი ტაძრების რეიდერული მიტაცების მექანიზმებს ვშიფრავთ, ვლაპარაკობთ იმაზე, რომ უშიშროების სამსახური ზეწოლას ახდენს მღვდელმსახურებზე, უკანონო ავტოკეფალიის მიღწევის გზით, რაც საბოლოოდ ანადგურებს ჩვენს ეკლესიას“.
„ისეთი შეგრძნებაა, რომ ნებისმიერი კრიტიკა ჩვენს ქვეყანაში კანონით სრულიად აკრძაკლულია და სისხლის სამართლის კოდექსით განიხილება. თანაც უმე-ს განადგურება უსიტყვოდ უნდა მოხდეს. ის უბრალოდ უნდა დუმდეს, დუმდეს და ნადგურდებოდეს. სწორედ ასეთი სცენარია მისაღები. საერთოდ, ინტერესის გამო, ინტერნეტში ნახეთ და წაიკითხეთ პრეს-რელიზი ჩემთვის წაყენებული ეჭვის შესახებ მორიგ სისხლის სამართლის საქმეზე და ჩემს სახლში ჩხრეკის თაობაზე. ეს პრეს-რელიზი გარკვეული თვალსაზრისით შედევრია. ის კუპიურების გარეშე შეიძლება განთავსდეს ჯორჯ ორუელის ერთ-ერთ რომანში. ამ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შედეგი - ისინი თხოვენ სასამართლოს ჩემს დაკავებას, სხვა სიტყვებით - საგამოძიებო იზოლატორში მოთავსებას“, - თქვა მღვდელმთავარმა.
ის ამტკიცებს, რომ „მისი დაკავების არავითარი საფუძველი არ არსებობს, უფრო მეტიც, ეს უკანონობაა, რადგან უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161 სტატია, რომლის პირველ ნაწილს მისადაგებენ მე, არ ითვალისწინებს აღკვეთის ისეთ ღონისძიებას, როგორიც დაკავებაა“.
„საერთოდ, როგორ მივედით აქამდე? - კითხვას სვამს მიტროპოლიტი. - ბევრი ფიქრობს დღეს ამაზე. ასე როგორ მივეჩვიეთ აბსურდის თეატრს, რომელიც ჩვენ გარშემო თამაშდება, რომ ადვილად ვიჯერებთ, როდესაც შავზე ამბობენ თეთრს, ხოლო თეთრზე - შავს! როგორ მივედით აქამდე, როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე?“
„მიუხედავად ამ გიჟური ქაოსისა, რაც ჩვენ გარშემო ხდება, უფალი იცავს არა მარტო თავის ეკლესიას, არამედ პირადად ყველა ჩვენთაგანს. უფალი განაგებს ამ სამყაროს და არც ერთი წამით არ ივიწყებს ყოველი თმის ღერის თვლას, რომელიც ჩვენი თავიდან ვარდება. და ახლაც ამ განსაცდელებით, ამ დევნით უფალი რაღაც დიადსა და სასიკეთოს გვიმზადებს. და ბევრი გულით გრძნობს ამას. როგორც ყოველთვის, უფალს სურს ჩვენთვის რაღაც უფრო მეტი და უკეთესი. არა მარტო ის, რაც გვაქვს, არამედ იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგრამ ჩვენ მზად უნდა შევხვდეთ ამას. არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ტიკებიც დასკდება და ღვინოც დაიღვრება და განადგურდება. ის დუღილი ეკლესიაში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ახალი ღვინის მზადებას შეიძლება შევადაროთ, თავისი დუღილით.
როდესაც ჩვენ გვეძლევა დრო და ცხოვრებისეული შესაძლებლობები, რომ მოვემზადოთ ახალ ტიკებში ჩასასხმელად, საჭიროა მათი, ამ შესაძლებლობების გამოყენება უდრტვინველად, სულიერი დახვეწილობით. ყველაფერი ახალი და საუკეთესო წინ გველოდება. ხოლო წუხილის გარეშე სიხარულიც არ არსებობს. დიდი სიხარულისთვის კი უფალი ხალხს დიდი წუხილით ამზადებს. დაე, დღევანდელი ჩვენი წუხილი იყოს წინაპირობა და ზღურბლი სიხარულისა, რომელსაც უფალი უეჭველად გვიბოძებს“, - თქვა მღვდელმთავარმა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ უშძ ჩერკასკის მიტროპოლიტს ციხით ემუქრება.
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.