რმე-მ ხელისუფლებას მოუწოდა არ დანიშნოს მიგრანტები „გარკვეულ თანამდებობებზე“
კურგანის მიტროპოლიტი მოუწოდებს ადგილობრივ ხელისუფლებას არ დანიშნოს მიგრანტები ,,გარკვეულ თანამდებობებზე''. ფოტო: media-mig
კურგანის მიტროპოლიტმა დანიელმა (რმე) არხ «Царьград» -თან ინტერვიუში თქვა, რომ მან ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა არ დანიშნოს მიგრანტები „გარკვეულ თანამდებობებზე“, არამედ უპირატესობა „ჩვენს ხალხს“ მიენიჭოს.
„სიტუაცია, რბილად რომ ვთქვათ, მარტივი არ არის, - აზრი გაგვიზიარა მიტროპოლიტმა. - მიგრანტები ჩვენს მოსახლეობას ნარკოტიკებს აჩვევენ და ცდილობენ დაარღვიონ კანონი, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ“. ის ყვებოდა, რომ არა ერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობით, და ურჩევდა მას, რომ „თვალყური ადევნონ, თუ როგორ ჩამოდიან ისინი (მიგრანტები, - რედ.), როგორ იღებენ პასპორტებს, აბარებენ გამოცდებს“.
„არის გარკვეული თანამდებობები, რომლებიც მიგრანტებმა არ უნდა დაიკავონ, ვინაიდან არსებობს სწორედ ჩვენი ხალხი და ისინი მზად არიან მიგრანტების მაგივრად თავის თავზე აიღონ ეს პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა ავიცილოთ ამ ტიპის პრობლემები“, - თქვა რმე-ის იერარქმა.
მან აგრეთვე ხაზი გაუსვა ეკლესიისა და სახელმწიფოს სიმფონიის მნიშვნელობას, რადგან „როდესც ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს, მაშინ გვესმის ერთმანეთის“.
მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში „მშვიდობა არ არის“, რადგან იქ „არის ორი რელიგიური მიმართულება - კათოლიკები და პროტესტანტები“.
„ისინი სხვადასხვანაირად აფასებენ სულიერ და სხვა პრობლემებს. და როდესაც ჩვენ გვაქვს ერთობა, ჩვენი მართლმადიდებლური რწმენა, ჩვენი სულიერი კანონები, რომლებიც წარმოადგენენ როგორც პიროვნების, ასევე სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის საფუძველს“, - ამტკიცებდა იერარქი.
მანამდე მჟკ წერდა, რომ რმე-ში შეშფოთებულები არიან ჯვრების მასიური წაშლით გერბებზე და სახელმწიფო ლოგოტიპებზე.
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.