უ მ ე-ში აიყვანეს მოსკოველი ,,მღვდელი''რომელიც სოდომიას ცოდვად არ მიიჩნევს
იაკოვ კროტოვი. ფოტო: YouTube
მოსკოვში მცხოვრები რუსეთის პუბლიცისტი, რადიოწამყვანი და „მღვდელი“ იაკოვ კროტოვი, რომელიც ადრე იმყოფებოდა განხეთქილების ორგანიზაციებში „სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია“ და „უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (განახლებული)“, გახდა მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინაში ხერსონის ეპარქიის კლირიკოსი.ამის შესახებ იუწყება rbc.ua კროტოვის განცხადების დამოწმებით Facebook-ში.
„მივაქცევ თქვენს ყურადღებას, რომ ჩემი კანონიკურ სიცარიელეში ყოფნის პერიოდი, გაშვების სიგელითა და კონკრეტული ეპარქიის გარეშე, დასრულდა, - დაწერა კროტოვმა პუბლიკაციაში, რომელიც ამჟამად მიუწვდომელია სანახავად. - მე მიღებული ვიყავი ხერსონის საკათედრო ტაძრის სამღვდელოებაში მეუფე ნიკოდიმოსის მიერ, ეს მართლმადიდებელი ეკლესიაა უკრაინაში. ვცხოვრობ ჯერ-ჯერობით კიევის შვილობილ ქალაქში - ხდება ხოლმე... ღვთისთვის ათასი კილომეტრი ვითარცა ნახევარი ვერსტი. პარადად მე მიმიღეს, მრევლის გარეშე“.
კროტოვმა გამოხატა მადლიერება უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ხარკოვისა და პოლტავის ეპარქიის მეთაურის იგორ ისიჩენკოსადმი, რომელიც ამასწინათ იუწყებოდა თავისი სტრუქტურის შერწყმაზე უკრაინის ბერძნულ კათოლიკურ ეკლესიასთან, და გამოთქვა იმედი, რომ „სხვა მღვდლების ბედიც, რომლებიც იმყოფებიან ამჟამად ლიკვიდირებულ ხარკოვისა და პოლტავის ეპარქიაში, გადაწყდება სასიკეთოდ“.
„მღვდელი“ იაკობ კროტოვი, 1974 წელს მონათლული რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზის ალექსანდრე მენის მიერ, ადრე იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი კონფესიათშორისი გაერთიანებისა, რომელიც აერთიანებდა მართლმადიდებლებს და კათოლიკებს, ამის შემდეგ ის გადავიდა ე.წ. „სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიაში“. როდესაც იქ ეპისკოპოსთა ქორწინება დაუშვეს, ის გადავიდა უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიაში, იგორ ისიჩენკოს ხელმძღვანელობის ქვეშ.
კროტოვი ცნობილია თავისი გამონათქვამებით ლგბტ-ს მხარდასაჭერად, კერძოდ, ის აცხადებდა, რომ „გენდერი არაფერს არ განსაზღვრავს“ და „მრუშობა არ არის დამოკიდებული იმაზე, რა სქესის არიან მეწყვილეები, არც პატიოსნებაა დამოკიდებული, არც ერთგულება. ამიტომ არსობრივად ეს (სექსუალური ორიენტაცია - რედ.) ყველაზე მთავარი ფაქტორი არ არის სულიერი ცხოვრებისთვის.
როგორც იუწყებოდა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი, 2020 წლის 16 ნოემბერს უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესიის ხარკოვისა და პოლტავის ეპარქიის ხელმძღვანელმა იგორ ისიჩენკომ განაცხადა თავისი სტრუქტურის შერწყმის შესახებ უკრაინის ბერძნულ კათოლიკურ ეკლესიასთან.
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.