7 მიამიტი კითხვა ეკუმენიზმის შესახებ

,,ნეტარი არს ქმარი,რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას,, ( ფს. 1,1) . ფოტო: მჟკ.

უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულია, მართლმადიდებელ ქრისტიანებს სიტყვა „ეკუმენიზმი“ ესმის, თანაც სრულიად განსხვავებულ კონტექსტში - მკვეთრად უარყოფითიდან დადებითამდე. „ეკუმენური მოძრაობა,“ „ეკუმენური ეკლესია“ და ა.შ. მაშ რა არის ეს - „ეკუმენიზმი?“ ვცადეთ შეგვეკრიბა რამდენიმე ყველაზე მარტივი, ცოტა მიამიტი კითხვა ეკუმენიზმის შესახებ და ჩვენს მუდმივ ავტორს, მამა ვასილი კუჩერს, ვთხოვეთ მათზე ეპასუხა. მაშ ასე.

კითხვა 1: რა არის ეკუმენიზმი?

ტერმინი ეკუმენიზმი ჩვენთან ძველი ბიზანტიიდან მოვიდა. ის დასახლებულ „სამყაროს ნიშნავს“ და ბერძნული სიტყვიდან οἰκουμένη მოდის, რომელიც შეგვიძლია ვთარგმნოთ როგორც „სამყარო.“ საქმე ისაა, რომ ბიზანტიელები ცივილიზებულ სამყაროდ პლანეტის მხოლოდ იმ ნაწილს მიიჩნევდნენ, რომელიც ბიზანტიის იმპერიაში შედიოდა. აქედან მოდის ტერმინიც. ცოტა მოგვიანებით დაიწყო მისი გამოყენება ეკლესიასთან მიმართებაში და აღნიშნავდა იმ ტერიტორიებს, რომლებიც სახარებას იყო ნაზიარები. 1937 წლიდან აშშ-ს პრინსტონის უნივერსიტეტის თეოლოგებმა მისი ქრისტიანულ კონფესიებს შორის დიალოგის აღსანიშნავად გამოყენება შემოგვთავაზეს. დღეს ყველაზე ხშირად ამ სიტყვას სამ სრულიად განსხვავებულ ცნებას უწოდებენ:

ა) მართლმადიდებელ ქრისტიანთა და არამართლმადიდებლურ საზოგადოებათა (სხვა რელიგიის წარმომადგენელთა) შორის დიალოგს, რომლის მთავარი ამოცანაც ერთობლივად მოქმედებაა სამშვიდობო ან საქველმოქმედო მიზნით (ასეთი დიალოგი არ გულისხმობს დოგმატურ ან დოქტრინალურ ერთიანობას);

ბ) საღვთისმეტყველო მიმდინარეობას, რომელიც თავის ამოცანად სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების ერთ „ეკლესიად“ გაერთიანებას ისახავს (ამავე დროს, „ერთიანობის“ მისაღწევად ყველაზე ხშირაკითხვა 2:რატომ აქვს ქრისტიანთა უმრავლესობას ეკუმენიზმისადმი უარყოფითი დამოკიდებულება?დ სწორედ მართლმადიდებლებისგან მოითხოვენ უარი თქვან თავის დოგმატურ ან სხვა თავისებურებებზე, ამიტომ ეკუმენიზმის ასეთ ხედვას ანტიმართლმადიდებლური ხასიათი აქვს);

გ) სწავლება ყველა რელიგიის ერთ ახალ, ყველასთვის საერთო რელიგიად გაერთიანების შესახებ (ასეთ ეკუმენურ სინკრეტიზმს აშკარად ანტიქრისტიანული ხასიათი აქვს).

კითხვა 2: რატომ აქვს ქრისტიანთა უმრავლესობას ეკუმენიზმისადმი უარყოფითი დამოკიდებულება?

.იმის მიუხედავად, რომ ეკუმენიზმის, როგორც რომელიმე სოციალური პრობლემის მოგვარების გზას, შესაძლოა, ნეიტრალური ხასიათი ქონდეს, მართლმადიდებელთა უმრავლესობა მის წინააღმდეგ გამოდის. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მაგრამ მათ შორის მთავარი ერთია - სამწუხაროდ, დღეს „ეკუმენური დიალოგი“ სულ უფრო ხშირად გულისხმობს მართლმადიდებელთა და სხვა კონფესიების წარმომადგენელთა ერთობლივ ლოცვას, რაც ეკლესიის წესებით კატეგორიულად აკრძალულია.

გარდა ამისა, ეკუმენისტები ცდილობენ ქრისტიანთა „ერთიანობის“ პრობლემა არა მართლმადიდებლობისგან მოწყვეტილი კათოლიკეებისა და პროტესტანტების მონანიების გზით მოაგვაროს, არამედ რაღაც გაურკვეველი „გზების“ შემუშავებით, რომლებმაც ამ „ერთიანობას“ უნდა შეუწყოს ხელი.

კითხვა 3: ეკუმენიზმი ის ხომ არ არის,რაც მიგვიძღვის ერთიანი რელიგიისკენ,რაც დროთა აღსასრულისთვის არის დაპირებული

მართლაც, ეკუმენიზმის საღვთისმეტყველო განსაზღვრება გულისხმობს, რომ ჭეშმარიტებას მეტად თუ ნაკლებად თითოეული რელიგიური ორგანიზაცია ფლობს, რომელიც თავის თავს ეკლესიას „უწოდებს.“ ამას ვერ დაეთანხმებიან მართლმადიდებლური ქრისტიანები, რომლებმაც იციან, რომ ჭეშმარიტებას ფლობს მხოლოდ ერთი ეკლესია და მხოლოდ მას შეიძლება ეწოდოს ქრისტეს სხეული - ეს მართლმადიდებლური ეკლესიაა. მასთან შეერთება შესაძლებელია არა „საღვთისმეტყველო დიალოგის,“ არამედ, მხოლოდ მონანიების გზით.

არამართლმადიდებლებთან და სხვა რწმენის მიმდევრებთან „დიალოგში“ მონანიებაზე თუნდაც პატარა მინიშნების არ არსებობას ხშირად მივყავართ ერთობლივ ლოცვამდე არამართლმადიდებლებთან და არაქრისტიანებთან ერთად (რისი მოწმენიც არაერთხელ გავმხდარვართ), ხოლო ქრისტიანთა მიერ „ჭეშმარიტების საზიანო ფლობაა“ ხშირად მივყავართ ამ „ჭეშმარიტების“ სხვა რელიგიების მიერ შევსების აუცილებლობამდე. აქედან მოდის სწორედ ის სინკრეტიზმიც, რომელიც მართლმადიდებლების მიერ ანტიქრისტეს „რელიგიად“ აღიქმება.

კითხვა 4: რატომ აქვთ კათოლიკეების ეკუმენიზმის იდეასთან უფრო მარტივი დამოკიდებულება?

კათოლიკური ეკლესია გარკვეულ დოგმატურ მრავალფეროვნებას უშვებს, როცა თავის რიგებში უნიატებს რთავს, რომლებიც კათოლიკური ჩანართის გარეშე კითხულობენ რწმენის სიმბოლოს და რომელთა  თანახმადაც, სახარებისა და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მამების საწინააღმდეგოდ, სული წმინდა მამისა და შვილისგან მომდინარეობს („ფილიოკვე“). ბევრი კათოლიკე ღვთისმეტყველისთვის მთლიანად საქრისტიანოს „ერთიანობისთვის“ საკმარისი საფუძველი პაპის ძალაუფლების პრიმატის (უზენაესობის) აღიარება გახლავთ. მაგალითად, ამ მომენტისთვის, კონსტანტინოპოლის ეკლესიისა და ვატიკანის წარმომადგენლები სწორედ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მისი დადებითაც გადაწყვეტა, სავარაუდოდ, კათოლიკეებსა და მართლმადიდებელ ქრისტიანთა ერთ ნაწილს შორის ევქარისტიულ ერთობას გამოიწვევს.

კითხვა 5: სჭირდება თუ არა ჩვეულებრივ მრევლს ეკუმენიზმის იდეის დეტალურად შესწავლა და საერთოდ ამ საკითხით დაინტერესება?

„აღმოსავლეთის პატრიარქთა გზავნილის“ თანახმად, რომელიც 1848 წლით არის დათარიღებული, მართლმადიდებელი ხალხი რწმენის სიწმინდის დამცველია. პატრიარქები წერენ: „ჩვენთან არც პატრიარქებს, არც ტაძრებს არასდროს შეეძლოთ რაღაც ახლის შემოტანა, იმიტომ რომ ღვთისმოსაობის მცველი (iperaspistis tis thriskias) ჩვენთანაც თავად ეკლესიის სხეულია, ანუ თავად ერი, რომელსაც ყოველთვის სურს თავისი რწმენა უცვლელად შეინარჩუნოს, თავის მამებთან თანხვედრაში, როგორც ეს უკვე გამოსცადა მრავალმა პაპმა და ლათინმა პატრიარქმა, რომლებმაც განცალკევების დღიდან მცირედ წარმატებასაც კი ვერ მიაღწია თავის თავდასხმებში მის წინააღმდეგ.

,,„ჩვენთან არც პატრიარქებს, არც ტაძრებს არასდროს შეეძლოთ რაღაც ახლის შემოტანა, იმიტომ რომ ღვთისმოსაობის მცველი (iperaspistis tis thriskias) ჩვენთანაც თავად ეკლესიის სხეულია, ანუ თავად ერი, რომელსაც ყოველთვის სურს თავისი რწმენა უცვლელად შეინარჩუნოს, თავის მამებთან თანხვედრაში, როგორც ეს უკვე გამოსცადა მრავალმა პაპმა და ლათინმა პატრიარქმა, რომლებმაც განცალკევების დღიდან მცირედ წარმატებასაც კი ვერ მიაღწია თავის თავდასხმებში მის წინააღმდეგ.

დასავლეთის პატრიარქების გზავნილი

სხვა სიტყვებით, თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანი უკიდურესად ყურადღებით უნდა იყოს რწმენის და ღვთისმოსაობის საკითხებში და არ უნდა დაუშვას ეკლესიაში მისთვის უცხო საღვთისმეტყველო სიახლეების შემოტანა. პატრიარქები წერენ, რომ სწორედ ხალხი, ანუ ჩვეულებრივი მრევლი ხშირად არ აძლევდა რომის პაპებს საშუალებას, შორს წასულიყვნენ მამათა რწმენისგან. და მხოლოდ მაშინ, როცა ღვთისმეტყველება რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში ხაზგასმით მხოლოდ საეკლესიო იერარქიის პრეროგატივად იქცა (უბრალო მრევლს მეოცე ასწლეულამდე ეკრძალებოდა წმინდა წერილის თუნდაც სახლში კითხვა) - გადაუხვია კათოლიკურმა ეკლესიამ მართლმადიდებლობისგან.

ამგვარად „უბრალო მრევლს“ არამხოლოდ უფლება აქვს, არამედ ვალდებულიც კია, ეკუმენიზმის საკითხებით დაინტერესდეს.

კითხვა 6: რით მემუქრება ეკუმენიზმი პირადად მე და ჩემს სამწყსოს?

სწორედ იმით, რითიც მთელ ეკლესიას - დოგმატური სისუფთავის დაკარგვით, რასაც მადლის დაკარგვამდე მივყავართ. გარდა ამისა, ეკუმენიზმის მიღებას, მის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულებასაც კი, თითქოს, ეს რაღაც „კარგია,“ შეუძლია, სერიოზულ სულიერ პრობლემებთან მიგვიყვანოს. წმინდა თეოდოსი იღუმენი ამბობდა: „ვინც სხვათა რწმენას აქებს, ის თავისას აძაგებს, ხოლო ვინც ერთდროულად აქებს თავის და უცხოს რწმენას, ეს ორმორწმუნეა. ხოლო ვინც გეტყვის, რომ ორივე რწმენა ღერმა მოგვცა - უთხარი მას: ნუთუ ღმერთი ორმორწმუნეა?“

ჩვენს დროში წმინდანის ეს სიტყვები განსაკუთრებით აქტუალურია. იმიტომ, რომ სულ უფრო ხშირად გვესმის სიტყვები, რომ „რწმენა ღვთისგანაა, ღმერთი ერთია, მასთან მიმავალი გზები კი, სხვადასხვანაირი.“

„ვინც სხვათა რწმენას აქებს, ის თავისას აძაგებს, ხოლო ვინც ერთდროულად აქებს თავის და უცხოს რწმენას, ეს ორმორწმუნეა. ხოლო ვინც გეტყვის, რომ ორივე რწმენა ღერმა მოგვცა - უთხარი მას: ნუთუ ღმერთი ორმორწმუნეა?“

მეუფე ფეოდოსია პეჩერსკი

ამასთან, ძველ პატერიკონში აღწერილია ასეთი შემთხვევა. ერთი ბერი მონასტრიდან ქალაქში გავიდა, გზისგან დაიღალა. ხედავს: ეტლი მიდის ქალაქში, ეტლს კი, იუდეველი მართავს. ბერმა სთხოვა, რომ უბრალოდ ხელს მოჭიდებდა ეტლი - ასე სიარული უფრო ადვილი იყო. გზად ებრაელმა საყვედურის თქმა დაიწყო იმ მონასტრის წინამძღვარზე საიდანაც ბერი იყო. ბევრი რამ სიმართლე იყო, ამიტომ ბერი სულ ჩუმად იყო. როცა ქალაქს მიუახლოვდნენ, გამომშვიდობება დაიწყეს.

იუდეველმა ბერს უთხრა:

 - მითხარი, რომ რაც ვთქვი სიმართლეა დ აშენ ეს ყველაფერი იცი.

ბერმა კი, მხოლოდ უპასუხა:

- შეიძლება, - ერთმანეთს ამით დაშორდნენ.

ბერმა ქალაქში თავისი საქმეები მოილია და მონასტერში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ მონასტერთან მას მოხუცი დახვდა და უთხრა:

- შენთვის აქ შემოსვლა არ შეიძლება.

– რატომ?

– შენ უკვე ბერი აღარ ხარ.

– რას ნიშნავს ბერი აღარ ვარ?!

– უკვე ქრისტიანიც აღარ ხარ.

ხედავთ, როგორ არის ყველაფერი მოწყობილი, როგორია ერთი სიტყვის ფასი. წმინდა წერილში წერია, რომ ადამიანი თითოეული სიტყვისთვის პასუხს აგებს: რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით იქნები მსჯავრდადებული (მათე 12:37).

კითხვა 7: წმინდა მამები უფრო ხშირად რატომ არ ლაპარაკობდნენ ეკუმენიზმზე?

სინამდვილეში, წმინდა მამები მუდმივად ლაპარაკობდნენ ეკუმენიზმის საფრთხეების შესახებ. უბრალოდ, მათ დროში ეს მოვლენა სხვა სიტყვებით აღინიშნებოდა - ერესი, განხეთქილება, განკვეთა. მაგალითად, მეათე სამოციქულო კანონში ვკითხულობთ: „თუ ვინმე ეკლესიისგან განკვეთილთან ერთად ილოცებს, თუნდაც ეს სახლში მოხდეს, ასეთივე იქნება მისი ბედიც.“

45-ე კანონი: „ეპისკოპოსი, ან პრესვიტერი, ან დიაკვანი, რომელიც მხოლოდ ერეტიკოსებთან ერთად ლოცულობს, განკვეთილ იქნება. მაგრამ თუ მათ ნებას მისცემს ეკლესიის მსახურთა მსგავსად იმოქმედონ: განდევნილი იქნება.“

65-ე კანონი: „თუ რომელიმე საეკლესიო ან საერო პირო იუდეურ სინაგოგაში (სამლოცველო სახლში - რედ.) ან ერეტიკოსთა სამლოცველოში შევა სალოცავად: საეკლესიო ჩინსაც დაკარგავს და ეკლესიასთან ურთიერთობისგანაც განიკვეთება.“

წმინდა მამების უმრავლესობა ძველ დროში ქრისტიანებს აფრთხილებდნენ საშიშროების შესახებ მორწმუნეთა მხრიდან,განსაკუთრებით კი ერეტიკოსებისგან.ჩვენს დროში კი ეკუმენისტებს გმობდნენ მეუფე იუსტინი (პოპოვიჩი),წმინდა სერაფიმე (სობოლევი),იერომონი სერაფიმე (როუზი) და სხვები.

,,თუ ვინმე განკვეთილისთვის ილოცებს,თუნდაც სახლში,ისიც კი განიკვეთება''

10-ე კანონი წმინდა ეპისტოლეს

მაგალითად, წმინდა სერაფიმე წერდა: „მართლმადიდებლური სარწმუნოება მოითხოვს, რომ გვწამდეს მხოლოდ ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რათა ყველა ეს თვისება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიას მოვახმაროთ. მართლმადიდებელ ეკუმენისტებს კი არ სურთ, მორჩილება გამოიჩინონ. ამის გამო ისინი შეუბრალებლად ამახინჯებენ რწმენის სიმბოლოს მეცხრე ტერმინს. შედეგად, ვიღებთ ჭეშმარიტების ტყუილთან არაბუნებრივ შეზავებას, მართლმადიდებლობის შერწყმას ერესთან, რასაც მართლმადიდებელი ეკუმენისტები ეკლესიის ჭეშმარიტი გაგების უკიდურეს დამახინჯებამდე მიყავს. იქამდე, რომ ისინი, მართლმადიდებლური ეკლესიის წევრები, ამავე დროს ეკუმენისტური ეკლესიის წევრებადაც გვევლინებიან. უფრო ზუსტად, რაღაც მსოფლიო ერეტიკული საზოგადოების წევრები, თავისი უთვალავი ერესით. მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ქრისტეს სიტყვები: თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე (მათე 18:17)

ამიტომ ნუ გვექნება ეკუმენურ მოძრაობასთან რამენაირი ურთიერთობა. ამ შემთხვევაში წმინდა წერილის სიტყვებით ვიხელმძღვანელოთ: ნუ შეებმებით ურწმუნოებთან უცხო უღელში. რადგან რა აქვს საერთო სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს წყვდიადთან? რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? (2 კორ. 6, 14-15) ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმერთოთა რჩევას (ფს. 1,1).“

* * *

დასკვნის სახით, გვსურს შეგახსენო დიდებული მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის, დეკანოზ ალექსანდრ შმემანის სიტყვები, რომელიც ეკუმენიზმის და მისი ერთადერთი სწორი გაგების შესახებ წერდა: „მართლმადიდებლობის გამოცდილებით და რწმენით არა ერთობა, არამედ ჭეშმარიტება უნდა იყოს ეკუმენური მოძრაობის მიზანი: ამ გამოცდილების თანახმად, ერთობა სხვა არაფერია, თუ არა ჭეშმარიტების ბუნებრივი შედეგი, მისი ნაყოფი და კურთხევა.“

სხვა სიტყვებით, ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, შეგვიძლია, მხოლოდ ისეთი ეკუმენური მოძრაობა გავამრთელოთ, რომელიც ქრისტესკენ და მისი ჭეშმარიტებისკენ მიისწრაფვის, რომელიც ხაზგასმით მხოლოდ მართლამდიდებლურ ეკლესიაში გვევლინება. ასეთ სწრაფვა შეიძლება დასრულდეს ეკლესიის ერთიანებით, მაგრამ მხოლოდ მონანიების და დაზიანებული, ამაყი გონების მიერ წარმოქმნილ ერეტიკულ შეცდომებზე უარის თქმის შემდეგ. ეკლესია ელის ყველას.

საკითხავია, მზად არის თუ არა „ყველა,“ უარი თქვას სიამაყეზე?

დღევანდელი სამყარო სრულიად შეპყრობილია

საკვირაო ქადაგება.

უნდა ასწავლოს თუ არა ეკლესიამ ხალხს: პასუხი მიტროპოლიტ თეოდოსს

მიტროპოლიტმა თეოდოსმა ისაუბრა ჩვენი ეკლესიის დევნის მიზეზებზე და აღნიშნა, რომ ბევრ რამეში ჩვენ თვითონ ვართ დამნაშავე. რა უნდა გავაკეთოთ? შესაძლებელია თუ არა იმ სიტუაციის შეცვლა, რომელშიც ახლა იმყოფება უმე?

წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალება

საკვირაო ქადაგება.

მიქა წინასაწარმეტყველის გაფრთხილება: ხედვა უკრაინიდან

უკრაინის ხელისუფლება მიმართულია უმე-ს განადგურებაზე. ადვოკატმა რ. ამსტერდამმა მიმართა ვ. ზელენსკის წერილით გაფრთხილებით პასუხისმგებლობის შესახებ. მაგრამ უფრო საშიში გაფრთხილებებიც არსებობს.

რწმენისა და დემონური შეპყრობის შესახებ დიდი მარხვის მე-4 კვირას

დიდი მარხვის მე-4 კვირას ლიტურგიაზე იკითხება სახარება ეშმაკით შეპყრობილი ჭაბუკის განკურნებაზე. ეს მონათხრობი ნათლად აკავშირებს რწმენასა და განკურნების სასწაულს.

სინამდვილეში მსოფლიო ისეთი არ არის, როგორსაც ჩვენ მას ვხედავთ

საკვირაო ქადაგება სახარების მონაკვეთზე ბრმის განკურნების შესახებ.