უნეტარესი ონუფრი ფანარიონის მეთაურის ვიზიტზე:ველოდებით მიტაცებების ტალღას
უწმინდესი მიტროპოლიტი ონუფრე კიევის ეპარქიის ყოველწლიურ შეკრებაზე.ფოტო: : news.church.ua
კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს ანონსირებულმა ვიზიტმა უკრაინაში შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილების მომხრეებთან სიტუაციის გამწვავება და პროვოკაციების ახალი ტალღა, აგრეთვე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების მიტაცება. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონოფრემ ისაუბრა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის ეპარქიის სამღვდელოების ყოველწლიურ კრებაზე, რომელიც შედგა მიძინების კიევო-პეჩერის ლავრის ღირს ანტონი და თეოდოსი პეჩერელების ტაძარში ორშაბათს, 2020 წლის 21 დეკემბერს.
„ჩვენ გვაწუხებს ის, რომ უკრაინაში ჩამოსვლას აპირებს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე, - აღნიშნა მისმა უნატარესობამ მოხსენებაში, რომლის ტექსტი გამოაქვეყნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილებამ. - თუ ეს მოხდება, ჩვენ უნდა ველოდოთ უკრაინელ განხეთქილების მომხრეებთან ისედაც მძიმე სიტუაციის გამწვავებას. მოსალოდნელია პროვოკაციების ახალი ტალღა, ტაძრების მიტაცება, საინფორმაციო ზეწოლა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობები“.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის აზრით, „პატრიარქი ბართლომე ჩამოვა არა იმიტომ, რომ რამე შესძინოს უკრაინას, არამედ იმიტომ, რომ რამე წაიღოს უკრაინიდან“.
„მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ მზად იყოთ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და პირველ რიგში მზად იყოთ სულიერად. ლოცვით, მოთმინებითა და სიყვარულით შეიარაღებულები დავიცვათ მართლმადიდებელი სარწმუნოების სიწმინდე, ჩვენი ქრისტიანული პრინციპები, რომლებსაც, სამწუხაროდ არ ცნობენ პატრიარქი ბართლომე და მისი მომხრეები, უნდა დავიცვათ ჩვენი სიწმინდეები. ყველას ვუსურვებ სიმამაცეს და რწმენის სიმტკიცეს, გახსოვდეთ, რომ ღმერთი ძალაში კი არა, ჭეშმარიტებაშია“ - ხაზი გაუსვა კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრემ.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩმა) განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია წინააღმდეგია, რომ პატრიარქი ბართლომე ჩამოვიდეს უკრაინაში.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ დაპატიჟა პატრიარქი ბართლომე უკრაინაში. მოგვიანებით ფანარის მეთაურმა განაცხადა, რომ ჩამოვა 2021 წლის აგვისტოში.
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.