რუმინეთის ეკლესიის ეპარქია: ჩვენ მოლდოვაში ერთადერთი კანონიკური სტრუქტურა ვართ

ბესარაბიის მიტროპოლიტი პეტრე (მარჯვნივ) რუმინეთის ეკლესიის სინოდის სხდომაზე. ფოტო: mitropoliabasarabiei.md

2023 წლის 26 ოქტომბერს რუმინეთის საპატრიარქოს ბესარაბიის მიტროპოლიამ განაცხადა, რომ ის ერთადერთი კანონიკური სტრუქტურაა მოლდოვის ტერიტორიაზე.

ბესარაბიის მიტროპოლიის კომიუნიკეში ნათქვამია, რომ მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი „თვითგამოცხადებულია“, მისი იერარქია კი „რუსული სამყაროს“ მიერ არის ინდოქტრინირებული. „ისტორიულად და კანონიკურად რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია ბესარაბიის მიტროპოლიის სახით ერთადერთი საეკლესიო ინსტიტუტია, რომელსაც ჰქონდა და აქვს კანონიკური იურისდიქცია  მოლდოვის რესპუბლიკის ახლანდელ ტერიტორიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამიტომ რუმინეთის ეკლესიის ბესარაბიის მიტროპოლიაში თვლიან, რომ „თვითგანცხადებული „მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიის“ სინოდის ან „კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვის მიტროპოლიის“ ქმედებები ეწინააღმდეგებიან ეკლესიისა და ეკლესიის იურისდიქციის ისტორიის კანონებს, რომელსაც ის სასწრაფოდ ეყრდნობა  ხოლმე“.

„იმის მაგივრად, რომ დაიცვან ერთობა და პატივისცემა მართლამდიდებელ ეკლესიებს შორის, ამ საეკლესიო სტრუქტურის გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგებიან ქრისტიანულ სწავლებას, დემონსტრატიულად ავლენენ უპატისცემლობას  ჩვენი ხალხის თვითმყოფადობისა და მღვდლების მიმართ, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან, როგორც რუმინელები. ახლანდელი კონფლიქტის მიმართ ასეთი მიდგომა ლახავს კიშინიოვში რუსეთის მიტროპოლიის ავტორიტეტს და ააშკარავებს მისი არგუმენტების სისუსტეს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, წერენ ბესარაბიის მიტროპოლიაში, „ნეგატიური იარლიყების მიწებება მათზე, ვინც  თავს რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სიყვარულითა და თავგანწირვით ემსახურებოდა მორწმუნეებს პრუტის მარცხენა სანაპიროზე, და მისი აღქმა, როგორც არაკანონიკური სტრუქტურის, არის არა მარტო შეცდომა, არამედ სერიუზული უპატივისცემლობა ამ ტერიტორიის მაცხოვრებელთა რწმენისა და თვითმყოფადობის მიმართ“.

„სინამდვილეში, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია უძველესი და ყველაზე ავთენტური მართლმადიდებლური ტრადიციაა ამ რეგიონში და მისი დისკრედიტაციის მცდელობა ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობის ფუნდამენტურ ღირებულებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.  

მანამდე მჟკ წერდა, რომ რუმინეთის ეკლესიის ბესარაბიის მიტროპოლიაში თვლიან, რომ მოლდოვის ეკლესიის სინოდის მიერ მოლდოვის ეკლესიის 6 კლირიკოსის აკრძალვას ძალა არ აქვს და „მორწმუნეებზე და მოლდოვის რესპუბლიკის საზოგადოებრივ აზრზე ნეგატიურ გავლენას ახდენს“.

სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.

ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო

პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.

ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.