რმე - ის წინამძღვარი ირწმუნება, რომ ფანარიონმა მეუ აღიარა ზეწოლის ქვეშ
მოსკოვისა და მთელი რუსეთის პატრიარქი კირიკი. ფოტო: Риа Новости
რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი უწმინდესი პატრიარქი კირილი დარწმუნებულია , რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მეუ აღიარა ზემდგომი ძალების ზეგავლენით . ამის შესახებ მან განაცხადა ტრადიციულ საშობაო ინტერვიუში, რომლის ტექსტიც გამოქვეყნებულია საიტზე Патриархия.ru 2021 წლის 7 იანვარს.
«ფანარიონმა შეცდომა კი არ დაუშვა, არამედ ჩაიდინა დანაშაული, მე ამას ვამბობ დარწმუნებით, – თქვა პატრიარქმა კირილმა. – სხვისი აზრითა და სხვისი სიტყვებით კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ჩაიდინა ის,რაც ჩაიდინა. მე შემთხვევით არ ვუსვამ ხაზს: სხვისი, რადგანაც ვფლობ ინფორმაციას იმაზე, რომ პატრიარქი ბართლომე იმყოფება მრავლისშემძლე პოლიტიკური ძალების ზეგავლენის ქვეშ.».
მან შეგვახსენა, რომ ფანარიონის მდგომარეობა თურქეთში ,,ძალიან რთულია''.
«მუდამ ვლოცულობთ კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, რადგანაც გვესმის, რომ მისთვის ადვილი არ არის პატრიარქის მოვალეობის შესრულება , – დაამატა რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა. – მაგრამ , მითუმეტეს, რაღაც მომენტში - არაფრის სწავლება არ მინდა ჩემი ძმისთვის, რაღაც მომენტში, შეიძლება, საჭიროა გამბედაობის მოკრეფა, იმისათვის რომ მრავლისშემძლე ძალებსაც კი ვუთხრათ "არა". ვფიქრობ, ეს პატრიარქმა არ თქვა და ჩაება კონფლიქტში».
მისი ლოგიკა ,ვინც სათავეში ედგა ფანარიონს და კონფლიქტის ინსპირირება მოახდინა , პატრიარქი კირილის აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ «წაგლიჯონ რუსეთს, მართმადიდებელი ძმები და დები ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ახლო აღმოსავლეთში».
«იმიტომ რომ, მათი აზრით, ძალიან დიდ როლს თამაშობდა და თამაშობს მართმადიდებლობა, სულიერ და კულტურულ საკითხებში , თუ არ გაწყვეტენ მართმადიდებლურ კავშირებს , სხვა ვერანაირი გარეგანი ფაქტორების ზეგავლენით ვერ მოსპობენ ამ სულიერ ერთიანობას ქრისტიანებს შორის . ამიტომაც მატივი აზრია ჩადებული: მოგლიჯონ მართმადიდებელი რუსეთი საბერძნეთს, არაბულ სამყაროს , ახლო აღმოსავლეთს, რომ შეასუსტონ მართმადიდებლობა», – ახსნა რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა და დაამატა, რომ მსგავსი ტიპის მცდელობები შემდგომშიც გაგრძელდება.
ადრე მჟკ წერდა, რომ პატრიარქმა კირილმა კვიპროსის ეკლესიის წინამძღვარს მოუწოდა გადახედოს მეუ - ს აღიარებას.
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.