უკრაინა არ უნდა იყოს ქვეყანა,სადაც ხალხს ქუჩაში დანით ჭრიან,– უმე-ს იერარქი

ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: facebook.com/V.D.Kotsaba

2021 წლის 17 იანვარს უმე-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა(კოცაბა) თავის ბლოგში გამომცემლობა "კორესპოდენტის" გვერდებზე დააკომენტარა თავდასხმა მართლმადიდებელ მღვდლებზე ზაპოროჟიეში.

მეუფე ვიქტორმა გაიხსენა, "რომ რამდენიმე დღის წინ ცნობილმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "Open Doors" თავის ყოველწლიურ ანგარიშში "World Watch List" გამოაქვეყნა ქვეყნების სია, სადაც ქრისტიანების დევნის მაღალი მაჩვენებელია.

ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ უკრაინა ამ სიაში არ მოხვდა, მაგრამ მისი სიტყვებით, "სახიფათო ტენდენციები, რომელსაც ვხედავთ ჩვენს საზოგადოებაში ადასტურებს, რომ მომავალში ეს სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს".

,,ლაპარაკი პირველ რიგში მიდის აგრესიის დონის განუწყვეტელ ზრდაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მორწმუნეების მიმართ'',-წერს იერარქი.

მეუფემ აღნიშნა, რომ "უკვე არაერთხელ, სხვადასხვა დონეზე, ჩვენ განვაცხადეთ ჩვენი მორწმუნეების დისკრიმინაციაზე, მათზე ფიზიკურ ძალადობაზე, უმე-ს ეკლესიების ძალადობრივ დაპყრობაზე, ასევე არაკონსტიტუციურ კანონებზე, რომლებიც მიღებულია უკრაინის ხელისუფლების ხელშეწყობით", უკვე ბოლო თვეებში ჩვენ მოწმე გავხდით უმე-ს მღვდლების ცემისა კიევში, დაპირისპირება მიხარჩესა და დუბროვკაში, სრულიად აუხსნელი დემოკრატიის  ელემენტარული გაგების თვალსაზრისით მოვლენებისა ზოლოჩევოში". 

"ამ უკანასკნელიდან განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს შეიარაღებული თავდასხმები (ორი დღის განსხვავებით) დეკანოზ ვალდიმერ გუმენიუკსა და დიაკვან გიორგი ჩერპაკოვზე ზაპოროჟიეში, ასევე ვანდალიზმის აქტი ბილბორდებზე გამოსახულ ჩვენი უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის ფოტოების მიმართ,"- დაწერა მეუფემ.

მისი სიტყვებით, მამა ვლადიმერისთვის "თავში დანის ჩარტყმით და  დიაკვან გიორგისათვის  ჭრილობების მიყენების მცდელობით ნათელი ხდება, თუ რა დონეზეა აღშფოთება უკრაინის საზოგადოებაში. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ თავს დაესხნენ უმე-ს მღვდლებს, არამედ ის, რომ მათ ადგილას შეიძლებოდა ყოფილიყო შებისმიერი ჩვენგანი".

"აბსოლუტურად ცხადია, რომ უსაფრთხოების გარანტია შეუძლებელია თუ არ გადავდგამთ ნაბიჯებს ბოროტმოქმედების შესაჩერებლად. სხვა სიტყვებით, ხელისუფლების ამოცანაა-მაქსიმალურად ხელი შეუწყოს აგრესიის დონის შემცირებას, ეს  ნიშნავს იმას, რომ კანონიერი მეთოდებით მოახდინოს რეაგირება ნებისმიერი სიძულვილისა და რისხვის გამოვლენაზე, მათ შორის, ვანდალიზმის აქტზე. ამისათვის არ არის საჭირო რამე განსაკუთრებული საშუალების გამოგონება, საკმარისია სახელმწიფოს ძირითადი კანონის-კონსტიტუციის შესრულება,- ხაზი გაუსვა ეპისკოპოსმა ვიქტორმა.

მაგრამ, მეუფე თვლის, რომ "სამწუხაროდ, ბოლო დროს უკრაინაში ჩვენ ხშირად საპირისპიროს მოწმენი ვხვდებით. სახელმწიფო ხელისუფლება თავს უფლებას აძლევდა უცერემონოიდ ჩარეულიყო საეკლესიო საქმეებში, განესაზღვრა "მართალი" და "არამართალი" ეკლესია, უპირატესობას ანიჭებდა ერთს და დისკრედიტაციას უწევდა მეორეს. დემოკრატიულ ევროპულ საზოგადოებაში, რომლისკენაც მიილტვის უკრაინა, ასეთი რამ არ უნდა იყოს."

"ზუსტად ამიტომ, როდესაც ვკითხულობთ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშს ქრისტიანების დევნაზე, დროა ჩვენც დავფიქრდეთ იმაზე, უკრაინაც იქ არ აღმოჩნდეს."

ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით- ვიცხოვროთ სახარების თანახმად, ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა, დავძლიოთ სიძულვილის ენა ყველა დონეზე და შევასრულოთ კონსტიტუცია.   აი მაშინ ჩვენი მშობლიური უკრაინა გახდება აყვავებული სახელმწიფო და არა ქვეყანა, სადაც ადამიანს ქუჩაში ისე, უბრალოდ შეიძლება თავში ჩაარტყან...",-დაწერა დეკანოზმა.

ადრე მართლადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ეპისკოპოსმა ვიქტორმა უკანონოდ წართმეული ტაძრების და მრევლის რაოდენობა დაასახელა. 

ნიკოლოზობის დღესასწაულზე პრაღაში სატანისტური შოუ გაიმართება

შემზარავი არსებები საჩუქრების დარიგების ნაცვლად ბავშვებს შეაშინებენ.

19 ნოემბერს, უმე-ის ოდესის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ილოცებენ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთათვის

უმე აღავლენს ლოცვას ოდესის დაბომბვის შედეგად ყველა დაღუპულთა და დაშავებულთათვის.

მიტროპოლიტმა ევლოგიიმ მიუსამძიმრა სუმის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

სუმის ეპარქიის ყველა ეკლესიასა და მონასტერში განსაკუთრებული პარაკლისი აღევლინება.

Kyipride-მა ბოდიში მოიხადა თარიღის არჩევისთვის და გადადო ლგბტ ფესტივალი

ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს კრიტიკა გოლდომორის ხსოვნის დღეს მათი ღონისძიების გამართვის გამო.

ნოვოსელკაში უცნობმა პირებმა კვლავ გაქურდეს უმე-ის საეკლესიო სახლი

სოფელში უმე-ის მორწმუნეებს სისტემატიურად დევნიან.

პირველად, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები გამოიყენება სასულიერო სივრცეში

ინოვაცია დაეხმარება მათ, ვინც ვერ ახერხებს ვატიკანში ჩამოსვლას წმინდა პეტრეს ბაზილიკის დასათვალიერებლად.