რფ წარმომადგენელმა ეუთოში მოუწოდა, დაფიქსირდეს უმე-ზე თავდასხმის ფაქტები

ეუთო უმე-ზე თავდასხმებზე დუმს. ფოტო: unian.net

2021 წლის 28 იანვარს რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში ალექსანდრე ლუკაშევიჩმა მოუწოდა ეუთოს სპეცმონიტორინგულ მისიას ოპერატიულად დაადგინოს უკრაინის  მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასმის ყველა ფაქტი, იუწყება РИА Новости.

ეუთოს მუდმივი საბჭოს ონლაინ-სხდომაზე ლუკაშევიჩმა მიუთითა უკრაინის  მართლმადიდებელ ეკლესიაზე გაუთავებელ  თავდასხმებზე: „იანვარში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. 12 და 16 იანვარს ზაპოროჟიეში განხორციელდა თავდასხმები ცივი იარაღის გამოყენებით ზაპოროჟიეს ეპარქიის ორ მღვდელმსახურზე - დეკანოზ ვლადიმერ გუმენიუკზე და დიაკვან გიორგი ჩერპაკოვზე. პირველ შემთხვევაში მღვდელი დაჭრილი იყო თავის საფეთქლის მიდამოში, დაჭირდა ოპერაცია“, - განაცხადა ეუთოში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა.

ლუკაშევიჩმა დაამატა, რომ 18 და 21 იანვარს ხარკოვში ვანდალიზმს ემსხვერპლნენ იოანე ნათლისმცემლის შობის ტაძარი და წმინდა ვლადიმერის ტაძარი, სადაც შეამტვრიეს კარები, გაიტაცეს რელიგიური სიწმინდეები და შესაწირი.

„სამწუხაროდ, ამ მოვლენებზე ინფორმაცია ამ მომენტამდე არ ასახულა მასმედიის მოხსენებებში. ვიმედოვნებთ, რომ მისია ოპერატიულად დაადგენს ყველა ფაქტს. მოვუწოდებთ მას მანდატის შესაბამისად ჩაატაროს უკრაინის მოვლენების დეტალური მონიტორინგი და მიუთითოს ანგარიშებში შესაბამისი ინფორმაცია“, - ხაზი გაუსვა ლუკაშევიჩმა.

ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას

1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.

გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი

„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.

ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.

უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა

პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.

რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა

მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".

ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.