ბერძნული ეკლესიის მღვდელი თვლის, რომ ფანარიონის მეთაური უნდა გადააყენონ

პატრიარქი ბართლომე. ფოტო: sib-catholic.ru

ცნობილი ბერძენი ღვთისმსახური, თეოლოგი, პუბლიცისტი და პატრიკული საგამომცემლო ცენტრის დამაარსებელი ათონში პროტოპრესვიტერი იოანე კ.დიოტისი თვლის, რომ პატრიარქი ბართლომე უნდა გადააყენონ.

გამომცემლობა Оrthodoxostypos გამოაქვეყნა პტოტოპრესვიტერ იოანეს განცხადება, რომელიც გამოჩნდა გაზეთ «Κιβωτὸς τῆς Ὀρθοδοξίας» (მართმადიდებლობის კიდობანი)-ში 2021 წლის 11 მარტს, პატრიარქი ბართლომეს გამოსვლის ანალიზით, როდესაც მას ეწვია უკრაინელი პარლამენტარების დელეგაცია .

ამ სტატიაში მღვდელმსახური ამტკიცებს, რომ პატრიარქი ბართლომეს ქმედებამ მეუ-სთვის ,,ავტოკეფალიის'' მინიჭებისა არ მოიტანა განცხადებული შედეგი – მართმადიდებლობისა და განხეთქილების მოშუშება, არამედ უფრო დაამძიმა სიტუაცია.

პროტოპრესვიტერი იოანე დარწმუნებვულია, რომ მეუ-ს ტომოსი – ეს არის «ფსევდო-ავტოკეფალია, რომელიც პატრიარქმა ბართლომემ მიანიჭა დამხობილ, თვითორგანიზებულ, ანათემატიზირებულ და სქიზმატურ ფსევდო -ეკლესიას კიევში».

მრავალი მაგალითის მოყვანით, რომელიც აჩვენებს, რომ მსოფლიო მართმადიდებლობა ამის გამო გაიყო, მღვდელი ამტკიცებს, რომ ამჟამინდელი პატრიარქი ექვემდებარება გადაყენებას.

საკუთარი პოზიციის დასაბუთებისათვის მან მოიყვანა კორინთელი მიტროპოლიტის  პანტელეიმონის ნაშრომი, სადაც 481 გვერდზე ნათქვამია: «ეპისკოპოსმა თუ იცრუა და ეს დამტკიცებულ იქნა, თითქოსდა მისი ეპარქიის ერეტიკოსები დაუბრუნდნენ მართმადიდებლურ რწმენას, ან ისინი დაბრუნდნენ მისი დამსახურებით, სინამდვილეში კი სხვისი დამსახურებით, ექვემდებარება დამხობას».

«თუ მხოლოდ ასეთი სახის ტყუილისთვის ეპისკოპოსი ისჯება უმკაცრესი სასჯელით, მაშინ როგორ უნდა დაისაჯოს პატრიარქი ბართლომე?», – კითხულობს პროტოპრესვიტერი იოანე.

ადრე მჟკ წერდა, რომ ღვდელმსახური იოანე კ. დიოტისის  აზრით, პატრიარქი ბართლომეს უმეცრებამ დიდი ზიანი მიაყენა მსოფლიო მართმადიდებლობას.

სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.

ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო

პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.

ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.