რმე-ში იმედს გამოთქვამენ, რომ ზელენსკი შეაჩერებს უმე-ს დევნას

ვლადიმერ ზელენსკი. ფოტო: strana.ua

ვლადიმერ ზელენსკი კონსტიტუციის დაცვის, მოქალაქეთა უფლებებისა  და თავისუფლების უზრუნველყოფის გარანტია, ფლობს შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების ფართო ინტრუმენტებს, რომ შეაჩეროს ჯერ კიდევ პეტრე პოროშენკოს დროს დაწყებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა, თქვა РИА Новости-სთან ინტერვიუში მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსმა, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი).

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა აღნიშნა, რომ უკრაინის უმსხვილესი კონფესიის წინააღმდეგ დისკრიმინაციული კანონები, რომლებიც პოროშენკოს პრეზიდენტობის წლებში იყო მიღებული, ჯერ კიდევ არ გაუქმებულა. ახლა კი უმაღლეს რადაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ახალი კანონპროექტებია შეტანილი. „სრულიად ნათელია, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებები ირღვეოდა და კვლავაც ირღვევა, თქვა მიტროპოლიტმა ილარიონმა. ზოგიერთი ევროპული და საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციების ანგაჟირებულობის მიუხედავად, მათ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ხშირად დადასტურებულია უკრაინაში რელიგიური დისკრიმინაციის უამრავი ფაქტი“.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედის უშუალო მონაწილეობა კანონების მიღების პროცესში, ვეტოს უფლების ჩართვით, აგრეთვე მას უფლება აქვს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციურობის საკითხებზე. „იმედი მაქვს, რომ უკრაინის პრეზიდენტის რეაქცია იქნება ქმედითი და სიტუაციის შესაბამისი“, - დაასკვნა მიტროპოლიტმა.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში იმედს არ კარგავენ, რომ ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე უარს იტყვის თავის გადაწყვეტილებაზე აღიაროს  უკრაინის განხეთქილების მონაწილეები.

მიტროპოლიტმა ონოფრემ თქვა, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ბედნიერების მიღწევა

უმე-ის წინამძღვარმა ისაუბრა ღვთაებრივ ნიჭზე და ორ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ელის თითოეულ ადამიანს.

ტდც-ის თანამშრომლებმა კიევში უმე-ის დიაკონი გაიტაცეს

მღვდელი კავშირზე არ გამოდის.

ტდც-მა გაათავისუფლა უმე-ის ოვრუჩის ეპარქიის ადრე დაკავებული მღვდელი

მორწმუნეებს მადლობას უხდიან მხარდაჭერისა და ლოცვებისთვის.

მეუ-მ შესთავაზა ყველა უკრაინელს „გაჰყვეს ზელენსკის რთულ გზას“

„მეუ-ს ლავრის ვიკარმა“ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკის „რაღაცაში ადანაშაულებენ“, მაგრამ მისი „სულის სიმტკიცე და ურყევი ნება“ ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს.

დტც-მა უმე-ს ოვრუჩის ეპარქიის მღვდელი მოიტაცა

მამა პავლე კუშნირჩუკი ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გამოდის.

ზელენსკი დევნის ეკლესიას, - კონგრესვუმენი

ვიქტორია სპარტცმა გააკრიტიკა პრეზიდენტი ზელენსკი ეკლესიის დევნისა და მასმედიის კონტროლის გამო.