მიტროპოლიტმა ანტონმა ახსნა,რატომ იღებენ პოლიტიკოსები ანტიეკლესიურ კანონებს
მიტროპოლიტი ანტონი ჟურნალისტებს პასუხობდა უმე-ს ზეწოლაზე. ფოტო: скриншот / Центр информации УПЦ
8 აპრილს, კიევო-პეჩორის ლავრაში პრეს-საუზმის დროს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა განმარტა, რატომ იღებენ პოლიტიკოსები უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კანონებს და რა შედეგებს მოუტანს ეს სახელმწიფოს.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტები ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციას და ამიტომ მათ არსებობის უფლება არ აქვთ, აღნიშნა მეუფე ანტონმა. ეს კანონები უეჭველად გამოიწვევენ დესტაბილიზაციას უკრაინულ საზოგადოებაში.
პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ანტიეკლესიური კანონების მიღებით ისინი გავლენას მოახდენენ მომავალ არჩევნებზე და ეკონომიკური მარცხის გადაფარვას შეძლებენ, თქვა საქმეთა მმართველმა.
მან მოუწოდა ხელისუფლებას მთელი პასუხისმგებლობით ემსახურონ უკრაინელ ხალხს.
„პოლიტიკოსებმა უნდა გაიაზრონ, რომ ჩვენ ყველა აქ დროებით ვართ, ამ ცხოვრებაში, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ანტონმა. - პოლიტიკური ცხოვრებაც არ გრძელდება ხანგრძლივად.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ პოლიტიკოსები ჩვეულებრივი ხალხია, რომლებმაც სახელმწიფოს უნდა ემსახურონ. მათ მთელი ძალები, შესაძლებლობები, სახელისუფლებო მმართველობა, ყველაფერი, რაც გააჩნიათ უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ იზრუნონ სახელმწიფოზე“.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა სახელმწიფო შეადარა გემს, რომელსაც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსები მართავენ.
„მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი, ნაცლად იმისა, რომ მართონ გემი, პირიქით, აზიანებენ მის ფსკერს, რომ წყალი შეუშვან, - აღნიშნა მღვდელმთავარმა. - უნდა გვესმოდეს, თუ გემი დაიწყებს ჩაძირვას, მასთან ერთად ყველა ჩაიძირება: არა მარტო უბრალო ადამიანები, არამედ პოლიტიკოსებიც“.
მიტროპოლიტმა ანტონმა ხაზი გაუსვა, რომ ეკლესიაზე ზეწოლის იმპულსები უკრაინაში საზღვარგარეთიდან მოდის, რადგან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროვება არა რელიგიური, არამედ პოლიტიკური საკითხია.
„თუ ღმერთი გვაკურთხებს, რომ მოვითმინოთ, ჩვენ ამას როგორც ჯვარს ისე მივიღებთ“, -თქვა მეუფემ. ასეთი პოზიცია განპირობებულია იმით, რომ ეკლესიის მთავარი მიზანი ამქვეყნიურობით კი არ შემოიფარგლება, არამედ მან ჩვენი სულები მარადისობისკენ უნდა მიმართოს.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები ასევე უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის განვითარებისთვის. ამიტომ ეკლესია მიიღებს ყველა კანონიერ ზომას მათი უფლებების დასაცავად.
როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, „ხალხის მსახურები“ მოითხოვდნენ რელიგიური ორგანიზაციების დახურვას „სახელმწიფო ღალატის“ გამო.
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.