მეუ-ში დაიწყეს XX საუკუნეში დანგრეული მეჟიგორიეს მონასტრის აღდგენა
მეჟიგორის მონასტერი 1935 წელს დანგრევამდე. ფოტო: panproject.com.ua
შაბათს, 2021 წლის 10 აპრილს, ფერიცვალების მონასტერში, რომელსაც მეჟიგორიეში აღადგენს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ჩაატარეს პირველი საღმრთო ლიტურგია, იუწყება «Перший Козацький».
ღვთისმსახურება ჩატარდა ღირსი ლევ ოპტინელის სახელობის ტაძარში - დღესდღეობით ეს მეჟიგორიეს მონასტრის ერთადერთი ტაძარია. ეკლესიის მშენებლობა წელს უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, უკვე მთლიანად აღდგენილია მონასტრის პროექტი, მაგრამ მისი რეალიზაციისთვის საჭიროა თანხები.
წირვა ჩაატარა ფერიცვალების მონასტრის არქიმანდრიტმა ნიკონმა (რუსინი). მამა ნიკონმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მონასტრის არა მარტო მატერიალური ობიექტების აღდგენა, არამედ პირველ რიგში - ლოცვითი ცხოვრების.
მასმედიის ბრიფინგზე სავანის ისტორიის შესახებ ყვებოდა უკრაინაში ათონის მემკვიდრეობის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი სერგეი შუმილო.მისი სიტყვებით, მეჟიგორიეს მონასტერი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა უკრაინელი ხალხის ცხოვრებაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა სავანეს ჰქონდა ზაპოროჟიეს სეჩის სულიერ ცხოვრებაში. მის ტერიტორიაზე დაკრძალულები იყვნენ კაზაკი მოღვაწეები - მაგალითად, ცნობილი მწერლის წინაპარი ოსტაპ გოგოლი.
უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრესა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველის, მიტროპოლიტ ანტონის (პაკანიჩი) კურთხევით, მონასტრის აღდგენას დახმარებას უწევს „მიქაელ მთავარანგელოზის ფონდი“.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ტაძრის დღესასწაული აღინიშნა დონეცკის ივერიის მონასტერში, რომლის აღდგენაც მიმდინარეობს.
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.