გძო-ს შტაბში განაცხადეს, რომ აღდგომისთვის უმე-ს ტაძარში ტერაქტი მზადდება
,,გძო'' ზვერავს პერიმეტრს . ფოტო: 24tv.ua
2021 წლის 23 აპრილს გაერთიანებულ ძალთა ოპერაციის შტაბში განაცხადეს, რომ აღდგომისთვის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ ტაძარში მზადდება ტერაქტი. თუმცა სად და რომელ ტაძარში, არ მიუთითებიათ.
შტაბის ოფიციალურ Facebook-გვერდზე, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ მთელი რიგი პროვოკაციების შესახებ, რომლებიც უახლოეს დღეებში დონბასში უნდა მოხდეს, „ამასთან ერთად, არ გამოირიცხება დანაკარგი სამოქალაქო მოსახლეობაშიც“.
„გარდა ამისა, აღშფოთებას იწვევს რუსეთის საოკუპაციო ჯარების ხელმძღვანელთა ცინიზმი, რომლებიც სააღდგომო მსახურების დროს მოსკოვის საპატრიარქოს ერთ-ერთ რელიგიურ დაწესებულებაში გეგმავენ ტერორისტული აქტების მოწყობას, რამაც მრევლის წევრთა შორის შეიძლება მასიური დანაკარგი გამოიწვიოს. ეს ყველაფერი რუსეთს საშუალებას მისცემს დაადანაშაულოს უკრაინა მორალური, რელიგიური პრინციპების უგულებელყოფაში და საკუთარი ხალხის გენოციდში, აგრეთვე შემოიყვანოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რეგულარული ჯარები“, - ნათქვამია გაერთიანებულ ძალთა ოპერაციის შტაბის უწყებაში.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთს კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, მიტროპოლიტმა ანტონმა კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა ყველა ღონე იხმარონ დონბასში ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.