დევნილი გაერთიანებები ქმედითად ასრულებენ ქრისტეს ნეტარებას, - უმე-ს იერარქი
მიტროპოლიტი კლიმენტი (ვეჩერა). ფოტო: скриншот видео youtube-канала «Перший Козацький».
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებები, რომლებიც ახლა იდევნებიან, ქმედითად ახდენენ ნეტარების ერთ-ერთი მცნების რეალიზებას და მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს იმის მაგალითს აჩვენებენ, რომ XXI საუკუნეშიც შესაძლებელია საკუთარი რწმენის ქმედითი აღმსარებლობა, როგორც ეს ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ხდებოდა. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილების უფროსმა, ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტმა (ვეჩერა) უთხრა ტელეარხს «Перший Козацький».
მისი სიტყვებით, მცნებას „ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის“ ასრულებენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ის დევნილი გაერთიანებები, რომლებიც ახლა ტანჯვის, გაკიცხვის, უსამართლო საყვედურების ჯვარს ეზიდებიან. „დევნილი გაერთიანებები, რომლებიც საკმაოდ ბევრია ჩვენს ეკლესიაში, დღესდღეობით, პოლიტიკური და სხვა გარემოებების გამო, რეალურად და ქმედითად ახორციელებენ ამ მცნების რეალიზებას - ისინი ატარებენ ტანჯვის, გაკიცხვისა და უსამართლო საყვედურების ჯვარს“, - თქვა მიტროპოლიტმა. მან აღნიშნა, რომ ამ გაერთიანებებისთვის აღდგომის დღესასწაული არის განმაძლიერებელი, რადგან ახსენებს მათ, რომ ჯვარსა და გოლგოთას მაინც მოყვება აღდგომა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, მიმართა რა დევნილ გაერთიანებებს, უსურვა მათ რწმენაში გაძლიერება და თქვა, რომ ძალიან ბევრი ქრისტიანი არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში უყურებს მათ გმირობას და ესმით, რომ XXI საუკუნეშიც კი შესაძლებელია საკუთარი რწმენის ქმედითი აღმსარებლობა, როგორც ეს ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ხდებოდა. „მე მგონი, უფრო მეტად, რეალურად მცნების აღსრულება, ვიდრე დღეს ამას მორწმუნე ქრისტიანები აკეთებენ, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთ აღმსარებლობაზე და არ ღალატობენ ეკლესიას და რწმენას, ამაზე მეტად აღსრულება შეუძლებელია“, - დაასკვნა მიტროპოლიტმა.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტაცებული ტაძრების მორწმუნეთა ყრილობამ მიმართა რადას, პრეზიდენტს, მინისტრთა კაბინეტს.
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.