მრევლმა ქალებმა ს. ზაპადნიცაში მეუ-ს ტაძრის მიტაცების უფლება არ მისცეს
უმე-ის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დაკავების მცდელობა სოფ. ზაპადნიცაში, 2024 წლის 6 აპრილი. ფოტო: коллаж СПЖ
2024 წლის 6 აპრილს ხმელნიცკის რეგიონში მდებარე სოფ. ზაპადნიცაში წმინდა ნიკოლოზის ტაძრის დაკავების მცდელობას ჰქონდა ადგილი. მამაცმა მრევლმა წინააღმდეგობა გაუწია სოფლის მეთაურის კონსტანტინე ვალენტინას ხელმძღვანელობით, მეუ სასულიერო პირებს და სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს. ვიდეო ჩანაწერი ადგილიდან ხმელნიცკის ეპარქიის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა.
მეუ-ს წარმომადგენლები პოლიციის თანდასწრებით ცდილობდნენ ტაძრის ხელში ჩაგდებას.
„პოლიცია არის“, - მიუთითა ამ სტრუქტურის სასულიერო პირმა სამართალდამცავებზე, რომლებიც ცდილობდნენ სალოცავში შესვლას.
„თუნდაც იყოს პოლიცია, სალოცაში სესვლას შეძლებთ თუ გადამაბიჯებთ. ფეხები შემახოცეთ, მომკალით, აქედან არ წავალ’’- უპასუხეს ქალებმა.
მამაცი მორწმუნეები, მიუხედავად შეურაცხყოფისა და მუქარისა, დარჩნენ თავიანთ ტაძართან და დაჩოქილები არ აძლევდნენ დამპყრობლებს შიგნით შეჭრის ნებას.
„ჯოჯოხეთში დაიწვით, კოლაბორანტებო! – გაბრაზდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი. "ჩემი ნება რომ იყოს, ყველას ციხეში ჩაგსვამდით."
ადრერ, 2023 წლის 7 ნოემბერს, კრასილოვსკის საქალაქო საბჭომ გამოაქვეყნა გზავნილი ქსელში რელიგიური თემის მეუ-ს სტრუქტურაში სავარაუდო გადაცემის შესახებ. ხმელნიცკის ეპარქიამ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მართლმადიდებლურ საზოგადოებას არ მიუღია გადაწყვეტილება კანონიკურ და ორგანიზაციულ საკითხებში დაქვემდებარების შეცვლის შესახებ.
როგორც მჟკ წერდა, უმე-ის ხმელნიცკის ეპარქიამ უარყო ინფორმაცია 300 თემის მეუ-ში გადასვლის შესახებ.
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.