საკრებულოს ვებგვერდზე გამოჩნდა პეტიცია მთავარანგელოზ მიქაელის ძეგლის დაშლის შესახებ

მთავარანგელოზი მიქაელი ლიადსკის კარიბჭეზე. ფოტო: news.church.ua

კიევის საკრებულოს ვებგვერდზე დარეგისტრირდა პეტიცია,  ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ,,მეიდან ნეზალეჟნოსტიდან’’ მთავარანგელოზ მიქაელის ძეგლის ამოღების მოთხოვნით.

„აუცილებელია იმ სიმბოლოს მოშორება, რომელიც მოსკოველმა ეკატერინე II-მ მოგვცა 1782 წელს. ეს დროულია, რადგან ახლა ჩვენ ვიბრუნებთ საკუთარ სახეს! უკრაინის კანონის ხელმძღვანელობით „უკრაინაში რუსული იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის დაგმობისა და აკრძალვის დეკოლონიზაციის შესახებ“ 2023 წლის 21 მარტის N 3005-IX, რუსეთის იმპერიის მიერ შემოღებული კიევის სიმბოლო ამოღებულ უნდა იქნეს ჩვენი ცენტრალური მოედნიდან!” - განმარტავენ ავტორები თავიანთ პრეტენზიებს.

ისინი გვთავაზობენ მთავარანგელოზ მიქაელის ძეგლის ადგილზე ღვთისმშობლის ან მთავარანგელოზი გაბრიელის ქანდაკების დადგმას.

„უხსოვარი დროიდან ღვთისმშობელი უკრაინის დამცველი იყო. მას განსაკუთრებით პატივს სცემდნენ კაზაკები და უკრაინის ეკლესიების უმეტესობა ღვთისმშობლის სახელობის იყო. სწორედ გაბრიელმა მოიტანა სასიხარულო ამბავი და არის უკრაინის ძლიერი მცველი. დღეს ჩვენ გვჭირდება სიმბოლოები, რომლებიც შეესაბამება ჩვენს რეალურ უკრაინულ ისტორიას!” - წერენ აქტივისტები.

პირველ ორ დღეში, საჭირო 6000-დან ასამდე ხელმოწერა შეგროვდა.

მთავარანგელოზი მიქაელი ქალაქის სულიერი მფარველია და მას განსაკუთრებით პატივს სცემენ რუსეთის ნათლობის დროიდან. ასე რომ, პერუნის ჩამოგდებუილი კერპის ადგილზე, კიევის პირველმა მიტროპოლიტმა, მიქაელმა, აკურთხა მონასტრის მშენებლობა მთავარანგელოზ მიქაელის პატივსაცემად ეშმაკზე გამარჯვების აღსანიშნავად. იაროსლავ ბრძენის შვილიშვილმა, სვიატოპოლკმა, რომელიც ატარებდა მართლმადიდებლურ სახელს მიქაელს, დააარსა წმინდა მიქაელის ოქროს გუმბათოვანი ტაძარი. კიევის ხალხის სიყვარული მთავარანგელოზ მიქაელის მიმართ შემონახულია მე-16 საუკუნიდან მოყოლებული, ეს დაფიქსირებულია კიევის გერბზე. 1995 წელს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, კიევის გერბმა დაიბრუნა მთავარანგელოზი მიქაელის გამოსახულება. მთავარანგელოზი არის ღმერთის სულიერი გამარჯვების სიმბოლო ეშმაკზე, ქრისტიანობის - წარმართობაზე, სინათლის -სიბნელეზე.

მანამდე მჟკ-მ გამოაქვეყნა მოსაზრებები: „შეწირეთ ტაძრის დანგრევისთვის“, ან რა ელის ხალხს, ვინც ანგრევს ეკლესიებს.

სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.

ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო

პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.

ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.