დრაბინკო: უმე-ის აკრძალვის შემდეგ, მათი თემების მასობრივი გადასვლა მეუ-ში არ დაიწყება

ალექსანდრე დრაბინკო. ფოტო: velychlviv.com

მეუ-ს „იერარქმა“ ალექსანდრე დრაბინკომ თქვა, რომ უმე-ის აკრძალვის კანონპროექტი არ გაზრდის კანონიკური ეკლესიის თემების „გადასვლის“ რაოდენობას მეუ-ში. ამის შესახებ უმე-ის ყოფილმა მიტროპოლიტმა პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვას, დაიწყებენ თუ არა უმე-ის სამრევლოები მასობრივად გადასვლას მეუ-ში მას შემდეგ, რაც უზენაესი რადა მიიღებს კანონპროექტს 8731, დრაბინკომ თქვა, რომ ეს არ მოხდება.

„არ მგონია, რომ კანონის მიღების შემდეგ რაიმე სახის მასობრივი გადასვლა დაიწყოს, რადგან შეუძლებელია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის აკრძალვა, რადგან ის არ არის იურიდიული პირი“, - აღნისნავს დრაბინკო.

„იურიდიული პირები არიან ეპარქიები, მონასტრები, სამრევლოები, რომლებსაც მოუწევთ დაამტკიცონ, თუ ვინმე განდევნის მათ, უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი არ შედიან მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში“, - თქვა მეუ-ს „იერარქმა“.

მისი თქმით, „ეს არის მინიმუმ 10 ათასამდე სარჩელი, რასაც უკრაინის სასამართლოები ელოდება ამ კანონის მიღების შემდეგ... ჯერ არ ვიცი, როგორ მოხდება ეს, მაგრამ დაველოდებით და ვნახოთ“.

მჟკ წერდა, რომ მეუ-მ აღიარა, ფილარეტ დენისენკოს "ხელდასმების" არაკანონიკურობა.

სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.

ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო

პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.

ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.