ს.მოშკოვოში დადვეს ქვა ტაძრის საძირკველში, მიტაცებულის ნაცვლად ასაშენებლად
ეპისკოპოსმა პიმენმა სოფელ მოშკოვოში ქვა ჩადო საძირკველში , სადაც მიტაცებულის ნაცვლად ახალია ტაძარი აშნდება. ფოტო: СПЖ
2021 წლის 30 მაისს უმე-ს როვენსკის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსმა, დუბენსკის ეპისკოპოსმა პიმენმა როვენსკის ოლქის სოფელ მოშკოვოში ჩადვა მთავარი ქვა და დააყენა ჯვარი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ტაძრის მშენებლობის ადგილზე უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის რეიდერების მიერ მიტაცებულის ნაცვლად, იუწყება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპონდენტი.
ამ დღეს, სეტყვის მიუხედავად, საზეიმო ღონისძიებაზე მოვიდა კანონიკური ეკლესიის ბევრი მორწმუნე.
ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა სოფელ მოშკოვოში დაიწყეს მთავარანგელოზ მიქაელის ახალი ტაძრის მშენებლობა, მაშინ ჩაასხეს ტაძრის საძირკველი, ხოლო შენობის კედლები უკვე გაზაფხულზე ააშენეს. ახალი ტაძრისთვის ნაკვეთი შეიძინეს შემოწირულობების ხარჯზე, რომელიც შეაგროვეს მთელ რელიგიურ გაერთიანებაში. სამშენებლო მასალა შეიძინეს მეცენატ ანდრეი ბიბას და საქვემოქმედო ფონდის „თაბორის“ დახმარებით.
„უზომოდ მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მშენებლობაში დაგვეხმარა. ფულს ხალხი მეზობელი ეპარქიებიდან გადმოგვცემდა, ბარათზე გვირიცხავდნენ“, - ყვებოდა სოფელ მოშკოვოს მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მრევლის წინამძღვარი, მღვდელი ანდრია მულიარი.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივნისში უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეთა მიერ სოფელ მოშკოვოში ეკლესიის მიტაცების შემდეგ, კანონიკური ეკლესიის მორწმუნეები აღმოჩნდნენ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, ისინი იძულებულები იყვნენ დიდი ხნის განმავლობაში ღვთისმსახურებები ჩაეტარებინათ კარავში, შემდეგ ძველ სახლში, რომელიც ერთმა ადგილობრივმა ქალმა დაუთმო.
„დღეს მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანება ამ სოფელში შეინარჩუნა მისმა წინამძღვარმა მამა ანდრიამ, სრულიად ახალგაზრდა მღვდელმა. მას ორი პატარა შვილი ჰყავს, ზურგს უკან კი მოძღვრობის არც თუ ისე დიდი გამოცდილება. მიუხედავად ამისა, მან შეძლო სოფელში ყველა საეკლესიო ომის დათმენა და ღვთის მსახურებისთვის მრევლის გაერთიანება“, - აღნიშნა დუბენსკის ეპისკოპოსმა პიმენმა.
როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავირი იუწყებოდა, ეპისკოპოსმა პიმენმა სოფელ პევჩეში აკურთხა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნილი გაერთიანების ახალი ტაძარი.
ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად
უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.
ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“
სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".
უმე-ის წინამძღვარმა სამწყსო მარხვის წინ დალოცა
მიმართვა წაიკითხება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეკლესიასა და მონასტერში შენდობის კვირას.
ჩერნივცის ხელისუფლება: დარეგისტრირდა თემების გადაწყვეტილებები უმე-ისადმი ლოიალობის შესახებ? ეს ჩვენთვის არ არის
ჩერნივცის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათი ამოცანაა რელიგიური თემების წესდებაში ცვლილებების რეგისტრაცია, მაგრამ არა მათი სტატუსის დადასტურება.
მეუ-მ მიტროპოლიტი არსენი დაადანაშაულა "ასობით უკრაინელის მკვლელობაში"
მეუ-ს „მღვდელმა“ თქვა, რომ სვიატოგორსკის მიტროპოლიტმა, თითქოს, რუსული იარაღი მიმართა უკრაინის მიმართ.
ლვოვში ჩერნივცის სამი ეკლესიის უკანონო რეგისტრაცია განხორციელდა, – მედია
ჩერნოვცში უმე-ის სამი მთავარი ეკლესია ლვოვის ტდც-ის თანამშრომელმა ხელახლა დაარეგისტრირეს მეუ-ში.