სოფელ ბერეზდოვში მეუ-ს მომხრეებმა პოლიციის დახმარებით დაიკავეს უმე-ს ტაძარი

უმე-ის დიმიტრიევსკის ეკლესიის აღება. ფოტო: скриншот видео Фейсбук верующих УПЦ

ხმელნიცკის ოლქის სოფელ ბერეზდოვში 2024 წლის 26 მაისს მეუ-ს მხარდამჭერთა აგრესიულმა ნაწილმა დაიკავა  დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ტაძარი.  როგორც მჟკ-ს კორესპოდენტი იტყობინება, ეკლესიის შტურმი პოლიციის დახმარებით გრძელდებოდა ერთი საათის განმავლობაში.

შემთხვევის ადგილიდან პირდაპირი ტრანსლაცია მიყავდა უმე-ს მრევლს, რომლებმაც დაახლოებით 15:00 -ზე განაცხადეს იმის შესახებ, რომ ტაძარში იკრიბებიან მეუ-ს წარმომადგენლები და მორწმუნეებს მოუწოდეს  მოსულიყვნენ თავიანთი სიწმინდის დასაცავად.

ადამიანების დადგნენ ეკლესიის შესასვლელთან კარების წინ და ცდილობდნენ არ დაეშვათ ღვთის სახლის შეურაცხყოფა.

 მიუხედავად ამისა, პოლიციელებმა გასწიეს უმე-ს მორწმუნეები და  ჩაკეტეს ტაძარში შესასვლელი, რითაც საშუალება მისცეს მეუ-ს აგრესიულ აქტივისტებს ჩაემტვრიათ კარები.

თვითმხილველთა სიტყვებით, პროცესს ხელმძღვანელობდა სოფლის თავკაცის მეუღლე. მან დაამტვრია კარები და სხვა მამაკაცთან ერთად ჩამოხსნა ეკლესიის ბოქლომი.

იმის მერე, რაც როგორც ვანდალები მოერიენ კარებს, ისინი ხალხის აპლოდისმენტების თანხლებით შევიდნენ ტაძარში.

მთელ პროცესს თვალყურს ადევნებდა მეუ-ს კლირიკი.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ტაძრის დასაცავად ძირითადად ხანშიშესული ქალები მოვიდნენ. ტაძრის დაკავებას ცდილობდნენ ახალგაზრდები და მამაკაცები.

მარტის დასაწყისში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ტაძრის ს.ბერეზდოვის  რელიგიურმა თემმა  მღვდელ პეტრე იაციუკის მეთაურობით განაცხადა თავისი ეკლესიის მიმართ ერთგულებაზე და აღნიშნა, რომ სამრევლო საბჭოს უმე-ს მმართველობის შესახებ დადგენილების თანახმად, არავითარი კრება დაქვემდებარების შეცვლასთან დაკავშირებით არ მოუწვევია.

როგორც მჟკ წერდა, კრასილოვში აჩვენეს როგორ შეიჭრნენ აქტივისტები ტაძრის დასაკავებლად.

ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას

1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.

გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი

„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.

ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.

უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა

პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.

რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა

მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".

ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.