უმე-ს იერარქი: «Миряне» - ხალხის ხმაა და «Слуги народа» ის უნდა გაიგონ
დუბენსკის ეპისკოპოსი პიმენი. ფოტო: news.church.ua
«Миряне» - ხალხის ხმაა და ხელისუფლება ვალდებულია უსმინოს მას. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის როვენსკის ეპარქიის ქორ-ეპისკოპოსმა, დუბენსკის ეპისკოპოსმა პიმენმა (ვოიატი) თქვა მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან კომენტარში.
იეარაქმა აღნიშნა, რომ მორწმუნეებს, რომლებიც რეალურ და აქტიურ მონაწილეობას იღებენ ეკლესიის ცხოვრებაში, ყოველთვის შეუძლიათ ეკლესიის დახმარება, იმიტომ რომ „სწორედ ისინი არიან ეკლესიის წევრები“.
«Миряне» - ეს ხალხის ხმაა, - თქვა მეუფე პიმენმა. - ჩვენ ძალიან დიდხანს ველოდით, ვსარგებლობდით სხვადასხვა ტოლერანტული გზებით - მღვდელმთავრებიც და მღვდლებიც. მოვუწოდებდით, ვთხოვდით მოესმინათ ჩვენთვის. ჩვენი ხმა მათ ვერ გაიგეს. ამ მოძრაობაში კი ხალხის ხმა ისმის“.
ეპისკოპოსის აზრით, ვინც თავს „ხალხის მსახურები“ უწოდა, უნდა გაიგონ თავისი ხალხის ხმა და ემსახურონ მას.
„ხელისუფლება ვალდებულია უსმინოს ხალხს, კონსტიტუციაში ხომ წერია, რომ ხელისუფლების ძირითადი წყარო მაინც ხალხია, რომელიც, ჩვენი აზრით, ღვთის ხალხია“, - ხაზი გაუსვა მან.
ეპისკოპოსმა პიმენმა დაამატა, რომ აქციას, რომელიც «Миряне»-მ დაგეგმეს უმაღლესი რადის კედლებთან 15 ივნისს, დიდი ალბათობით შეუერთდებიან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის როვენის ეპარქიის მორწმუნეებიც, რადგან, აღნიშნა მან, ამ ღონისძიებით ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა.
მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინაში გაჩნდა მაშტაბური პროექტი «Миряне», რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს მოუწოდებს ხმა ამოიღონ და აღარ იყვნენ უჩინარი უმრავლესობა, გამოხატონ აქტიური პოზიცია რწმენის, ტრადიციული ღირებულებებისა და ეკლესიის დასაცავად.
15 ივნისს «Миряне» მოუწოდებს უმაღლეს რადასთან მოსვლისკენ ლოცვით დგომაზე, სადაც საჯაროდ გადასცემენ ორ ახალ კანონპროექტს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების უფლებების დასაცავად. დგომის დასაწყისია 9:00.
ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას
1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.
გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი
„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.
ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.
უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა
პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.
რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".
ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.