მოვითხოვთ უმე-ს მიმართ განხორციელდეს კონსტიტუცია,- არქიეპისკოპოსი ნიკოლაი

არქიეპისკოპოსი ნიკოლაის (პოჩტოვის) სიტყვით გამოსვლა ლოცვით აქციაზე უმაღლეს რადასთან. ფოტო: t.me/upc_news

ერთადერთი, რასაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები ითხოვდნენ და ითხოვენ ხელისუფლებისაგან- მოექცნენ მათ უკრაინის კონსტიტუციის თანახმად. ამაზე კიევის უმე-ს ეპარქიის ვასილკოვის არქიეპისკოპოსმა ნიკოლაიმ (პოჩტოვი) თქვა მორწმუნეების ლოცვით შეკრებაზე უმაღლესი რადას შენობასთან 2021 წლის 15 ივნისს. ვიდეოტრანსლაციას მოვლენების ადგილიდან გადმოსცემდა "Перший козацький».

იერარქმა აღნიშნა, რომ უკრაინის პარლამენტთან მივიდნენ ქვეყნის უდიდესი კონფესიების წარმომადგენლები, "რათა ყურადღება მიაქციონ იმას, რომ XXI  საუკუნეში  ევროპის ცენტრში მიმდინარეობს დევნა რელიგიური ნიშნით".

"მას შემდეგ, რაც უკრაინამ მიიღო ტომოსი, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ძალით წაართვეს თითქმის 500 ტაძარი, -თქვა არქიეპისკოპოსმა ნიკოლაიმ.- 500 დევნილი სამრევლო, ასობით ათასი ადამიანის დასახიჩრებული ბედი. არ მიექცეს ამას ყურადღება- ეს არამარტო უკანონობაა: ეს ცინიზმია, ეს საკუთარი ხალხის უსიყვარულობაა. როგორ მოხდა ისე, რომ უკრაინის  უდიდესი რელიგიური თემი გახდა მტერი საკუთარ ქვეყანაში? რატომ გვაყენებენ ჩვენ სახელმწიფოს ოპოზიციაში? ნუთუ ჩვენ არ ვართ უკრაინის მოქალაქეები?"

მან აღნიშნა, რომ ყველა ეს წლები ეკლესია არაფერს არ ითხოვდა სახელმწიფოსაგან, ერთის გარდა: მოექცნენ მათ უკრაინის კონსტიტუციის თანახმად.

"და დღეს პარლამენტის შენობასთან ჩვენ ვითხოვთ ამას- მოგვექცნენ კონსტიტუციის შესაბამისად. მაგრამ უცნაური არ არის, რომ ადამიანები ხელისუფლებისაგან ითხოვენ   კანონიერების დაცვას?"-აღნიშნა უმე-ს იერარქმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 15 ივნისს საზოგადოებრივი გაერთიანება "მირიანე"-ს წარმომადგენლებმა უმაღლეს რადაში მიიტანეს ორი კანონპროექტი, რომელმაც უნდა დაიცვას უმე-ს მორწმუნეების უფლებები. "მირიანე"-მ მოუწოდა უკრაინის მართლმადიდებლებს  შეუერთდნენ ლოცვით დგომაში პარლამენტთან, რათა მხარი დაუჭირონ ამ  ინიციატივას. შემდგომ ეს კანონპროექტები ასევე  გადასცეს პრეზიდენტის ოფისში.

საზოგადოებრივი გაერთიანება "მირიანეს" წარმომადგენლების შეფასებით, ლოცვით აქციაზე შეგროვდა 20 ათას მორწმუნეზე მეტი.

 უმაღლესი რადადან მორწმუნეები ჯვაროსნული  მსვლელობით გაემართნენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან, სადაც გადასცეს აღნიშნული კანონპროექტები.  

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.

მეუ ემზადება ჩერნივცში უმე-ის ეკლესიების დასაკავებლად - წყარო: განახლებულია

ჩერნივცში ტაძრის მიტაცების პროცესი შეიძლება ისეთივე სასტიკი გახდეს, როგორც ჩერკასში. მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებენ.

კრივოი როგის ეპარქია რმე-ის კალენდარში მისი იერარქის ფოტოს გამოეხმაურა

კრივოი როგისა და ნიკოპოლის მიტროპოლიტ ეფრემს არაფერი აქვს საერთო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან, აღნიშნავენ ეპარქიაში.

ჩერნოვცში პარტიამ „ევროპული სოლიდარობა“ მოსკოვის საპატრიარქოდან გასვლის შესახებ განაცხადა

პოროშენკოს პარტიის წევრებმა ჩერნივცში განაცხადეს, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს უმე-ის საკათედრო ტაძრის რელიგიური საზოგადოების შეხვედრაში.

კამენსკის მიტროპოლიტმა კომენტარი გააკეთა რმე-ის კალენდარში მისი ფოტოს გამოქვეყნებაზე

კამენსკის ეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც მას პირადად და არც უმე-ის რომელიმე ეპისკოპოსს არანაირი კავშირი არ აქვთ რმე-თან.