უმე-ს იერარქი მონაწილეობდა პოლონეთში სუპრასლსკის სავანის ტაძრის კურთხევაში

მიტროპოლიტი ვლადიმერი (მელნიკი) პოლონეთში ტაძრის კურტხევაში იღებს მონაწილეობას. ფოტო: Prawosławie w obiektywie

2021 წლის 27 ივნისს, ყოველთა წმინდანთა კვირას, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, ვლადიმერ-ვოლინსკისა და კოველსკის მიტროპოლიტმა ვლადიმერმა (მელნიკი) მონაწილეობა მიიღო პოლონეთის სუპრასლსკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების მონასტრის მთავარი ტაძრის კურთხევაში. ამის შესახებ მონასტრის საიტი იუწყება.

კურთხევის წესი ჩაატარა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საბამ პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალრიცხოვან იერარქთან და სამღვდელოებასთან ერთად.

საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდნენ უკრაინისა და საქართველოს ეკლესიების იერარქები - ვლადიმერ-ვოლინსკისა  და კოველსკის მიტროპოლიტი ვლადიმერი და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი.

ღვთისმსახურების დაწყების წინ პოლონეთის ეკლესიის წინამძღოლმა, რომელმაც ბელოსტოკსკო-გდანსკის ეპარქიაში თავისი მოღვაწეობის პირველი დღეებიდანვე ყურადღება მიაქცია ხარების ტაძრის აღდგენის აუცილებლობას, ხაზი გაუსვა, რომ ეს ისტორიული მოვლენაა, რომელსაც ყველა ძალიან დიდხანს ელოდა. 

ცერემონიას უამრავი მომლოცველი ესწრებოდა, აგრეთვე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ღვთისმსაახურების შემდეგ წაიკითხეს პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას მისალმების  წერილი, სადაც აღინიშნა მოვლენის მნიშვნელობა და სიმბოლიზმი როგორც პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი აღორძინებისა და ზრდის დასტური.

სუპრასლის მონასტრის ხარების ტაძარი, რომელიც XVI საუკუნის დასაწყისში იყო დაარსებული, 1944 წელს  გერმანიის ჯარების მიერ იყო აფეთქებული მათი უკან დახევის დროს. ომის დამთავრების შემდეგ მართლმადიდებელი ბერები გაძევებულები იყვნენ სავანიდან. სუპრასლსკის მონასტრის აღდგენა დაიწყო ბელოსტოკსკო-გდანსკის ეპარქიის არქიეპისკოპოსის საბას მოღვაწეობის წლებში, რომელიც ამჟამად ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტია. 1984 წელს მიიღეს გადაწყვეტილება აფეთქებული ხარების ტაძრის აღდგენის შესახებ, იგივე წელს, 4 ივნისს, არქიეპისკოპოსმა საბამ პირველი ქვა ჩადო მის საძირკველში. ტაძრის რეკონსტრუქცია დასრულდა მხოლოდ 2021 წელს.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა მიულოცა ანგელოზის დღე უნეტარეს ონოფრეს.

ისლამისტები სირიაში მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ, - მედია

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სირიაში ისლამისტების მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება იყოს 1000-დან 10000-მდე ან მეტი ადამიანი.

ეკლესია აღნიშნავს იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის პირველად და მეორედ პოვნას

იოანე ნათლისმცემლის თავის პირველად და მეორედ პოვნის დღესასწაული მართლმადიდებლური კალენდრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა.

ეკლესია აღნიშნავს მართლმადიდებლობის ზეიმს

ვინმესთვის ანათემის გამოცხადებით ეკლესია ამით მოწმობს: ამ ადამიანს, თუნდაც ის საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებდეს, ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

კულტურის სამინისტრო: ლავრის ტაძარიდან ჯვარი ჩამოვარდა რუსული დაბომბვის გამო

ნაკრძალმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ტაძარარზე, რომელიც 1980-იანი წლებიდან ფართომასშტაბიან რესტავრაციას საჭიროებდა, უარყოფითად იმოქმედა რუსული რაკეტების სეისმურმა ვიბრაციებმა.

კიევ-პეჩერის ლავრაში ყველა წმინდანის ეკლესიის გუმბათის ჯვარი ჩამოინგრა

ყველა წმინდანის ეკლესია მდებარეობს ზემო ლავრის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად ეროვნული ნაკრძალის იურისდიქციაშია.

ტრამპი მოუწოდებს მსოფლიოს, თავი დააღწიოს ბირთვულ იარაღს

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბირთვული იარაღის ძალა მსოფლიოში „გიჟურია“.