უმე-ს იერარქი:ჩვენ ყველა დონეზე ვსაუბრობთ უკანონობაზე, სახელმწიფო - დუმს

უმე-ს მრევლის ლოცვით დგომა უმაღლეს რადასთან. ფოტო: СПЖ

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ყველა დონეზე საუბრობს მის წინააღმდეგ ჩადენილ უკანონობებზე, მაგრამ სახელმწიფო არაფერს აკეთებს, რათა ისინი შეაჩეროს. ამაზე ვასილკოვის არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (პოჩტოვი) განაცხადა 2021 წლის 30 ივნისს მრგვალი მაგიდის ფარგლებში თემაზე „ძირითადი კანონი და აღმსარებლობის თავისუფლების რეალიები უკრაინაში. როგორ მუშაობს უკრაინის კონსტიტუცია უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით?“

„საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას: ვცხოვრობთ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში და რა ხდება? რას უკეთებენ ხალხს უკრაინაში და რის გამო იტანჯება ის ასე? საჭიროა არა დუმილი, არამედ საუბარი, რათა ჩვენი ხმა გაიგონ. ჩვენ წაგვართვეს დაახლოებით 200 ტაძარი, ძალით გადაიყვანეს დაახლოებით 500 სამწყსო და დუმილი უკვე შეუძლებელია“, -ხაზი გაუსვა უმე-ს იერარქმა.

მან აღნიშნა, რომ როგორც ადრე, ასევე ახლაც უმე-ს მორწმუნეების ხმა არ ესმით.

„ჩვენ ვსაუბრობთ ყველა დონეზე იმის თაობაზე, რომ ხდება უკანონობა, ხოლო სახელმწიფო დუმს. სახელმწიფოს არ სურს არაფრის კეთება, რათა გამოასწოროს სიტუაცია და თითქოს, ეს სახელმწიფო პოლიტიკაა. ეს გასაგები იქნებოდა ადრინდელი პრეზიდენტის კადენციის დროს, მაგრამ რა ხდება ახლა, როცა მთელმა ხალხმა არჩევნებზე უკვე გამოხატა თავისი დამოკიდებულება წარსული პოლიტიკის მიმართ? რატომ გრძელდება ეს ახლა?“ - აღნიშნა არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზმა.

თუ ეს სახელმწიფო პოლიტიკის ჩარჩოებშია, დაამატა მან, ხალხმა უნდა თქვას თავისი სიტყვა.

„ანტისახალხო და ანტისახელმწიფო პოლიტიკა უნდა შეწყდეს უკრაინაში მშვიდობის, უკრაინის შემდგომი განვითარების გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება სხვა საკითხი: საითკენ მიდის უკრაინა და რა გველოდება წინ?“ - განაცხადა იერარქმა და ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ ეკლესიის მიზნები და ამოცანები, რომლებიც დევს ამ ფიზიკური სამყაროს კანონების მიღმა.

როგორც მჟკ გვატყობინებდა, 2021 წლის 30 ივნისს საინფორმაციო სააგენტო Українські новини» - ის პრეს-ცენტრში შედგა მრგვალი მაგიდა, რომელიც ეძღვნებოდა უკრაინის კონსტიტუციის 25 წლისთავს. განხილვის თემა - „ძირითადი კანონი და აღმსარებლობის თავისუფლების რეალიები უკრაინაში. როგორ მუშაობს უკრაინის კონსტიტუცია უკრაინის მართლმაიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით?“ ღონისძიების ორგანიზატორი  - საზოგადოებრივი კავშირი „ერისკაცები“.

ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია

სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.

ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად

მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.

მეუ ემზადება ჩერნივცში უმე-ის ეკლესიების დასაკავებლად - წყარო: განახლებულია

ჩერნივცში ტაძრის მიტაცების პროცესი შეიძლება ისეთივე სასტიკი გახდეს, როგორც ჩერკასში. მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებენ.

კრივოი როგის ეპარქია რმე-ის კალენდარში მისი იერარქის ფოტოს გამოეხმაურა

კრივოი როგისა და ნიკოპოლის მიტროპოლიტ ეფრემს არაფერი აქვს საერთო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან, აღნიშნავენ ეპარქიაში.

ჩერნოვცში პარტიამ „ევროპული სოლიდარობა“ მოსკოვის საპატრიარქოდან გასვლის შესახებ განაცხადა

პოროშენკოს პარტიის წევრებმა ჩერნივცში განაცხადეს, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს უმე-ის საკათედრო ტაძრის რელიგიური საზოგადოების შეხვედრაში.

კამენსკის მიტროპოლიტმა კომენტარი გააკეთა რმე-ის კალენდარში მისი ფოტოს გამოქვეყნებაზე

კამენსკის ეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც მას პირადად და არც უმე-ის რომელიმე ეპისკოპოსს არანაირი კავშირი არ აქვთ რმე-თან.