უმე-ს მრევლი ზელენსკის ამომრჩევლებია და ვალდებულია ისმინოს მათი,-პოლიტოლოგი
მრგვალი მაგიდა «უკრაინის ძირითადი კანონი და მისი გამოყენება უმე-სთან მიმართებაში». ფოტო: скриншот youtube-канала Украинские Новости
პოლიტოლოგმა დანიელ ბოგატირიოვმა მრგვალ მაგიდასთან „უკრაინის ძირითადი კანონი და მისი გამოყენება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიასთან მიმართებით“ განაცხადა, რომ ვლადიმერ ზელენსკის ამომრჩეველთა უმრავლესობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია და ის ვალდებულია მოუსმინოს მათ, მათ შორის, ანტიეკლესიური კანონების გაუქმებასთან დაკავშირებითაც, იუწყება უკრაინის ახალი ამბების youtube-არხი.
„ყველაფერი ეს (ანტიეკლესიური კანონების მიღება - რედ.) ხორციელედებოდა პეტრე პოროშენკოს ერთი პოლიტიკოსის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ლოზუნგი "Армія, мова, віра" (არმია, ენა, რწმენა) მოიფიქრა იგორ გრინიოვმა, პოროშენკოს საარჩევნო შტაბის ერთ-ერთმა მთავარმა სტრატეგმა. ამ ლოზუნგმა უმრავი კონფლიქტი წარმოშვა უკრაინელ მორწმუნეთა წრეში. უკრაინელ ხალხს, ამ ლოზუნგით აღშფოთებისა და უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ერთი კონფესიის მხარდაჭერის გამო, ბევრი არ უფიქრია ახლანდელი პრეზიდენტის ზელენსკის არჩევისას ... ბევრი, ალბათ ვლადიმერ ზელენსკის ამომრჩეველთა უმრავლესობაც კი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია... მაშინ რატომ მოხდა ისე, რომ პრეზიდენტის მმართველობის მესამე წელს, რომელიც არჩეული იყო, მათ შორის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის მიერ, ორი ანტიეკლესიური კანონი ჯერ არ გაუქმებულა“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
დანიელ ბოგატირიოვის სიტყვებით, ხელისუფლებამ მართლმადიდებელთა ხმა რომ გაიგოს, ერისკაცებმა აქტიურად უნდა იმოქმედონ და მონაწილეობა მიიღონ ლოცვით დგომებში, მსგავსად იმისა, როგორც ეს 15 ივნისს უმაღლეს რადასთან და პრეზიდენტის ოფისთან იყო.
„როგორც პოლიტოლოგი გეტყვით, რომ პრეზიდენტთან ჩვენი ხმა გაიგეს. ზელენსკიმ ჯერ აგდებულად მოიხსენია (15 ივნისის ლოცვა - რედ.), მაგრამ ზუსტად იმავე დღეს მისმა მრჩეველმა და გამოცდილმა პიარმა მიხეილ პოდოლიაკმა ბოდიში მოიხადა, რომ მათ... არ უნდოდათ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა შეურაცხყოფა. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენმა გზავნილმა მიაღწია ბანკოვოს ქუჩას და ჩვენ მსგავსი ქმედებების გაგრძელება გვმართებს. უნდა მიიღოს თუ არა ამაში მონაწილეობა ეკლესიამ როგორც იერარქთა სტრუქტურამ? ჩემი აზრით, არა, რადგან ეკლესია პოლიტიკური კი არა, არამედ სულიერი, რელიგიური სტრუქტურაა. მაგრამ ამაში მონაწილეობა უნდა მიიღონ აქტიურმა ერსკაცებმა“, - დაამატა მან.
შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 20000 მორწმუნემ ლოცვითი დგომა ჩაატარეს უმაღლეს რადასთან და გადასცეს ორი კანონპროექტი, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეთა უფლებების დაცვაზეა მიმართული.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ვასილკოვსკის არქიეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (პოჩტოვი) განაცხადა, რომ განხეთქილების აღიარებით ფანარმა დარტყმა მიაყენა მთელ მართლმადიდებლობას.
ხელისუფლებას სურს იერუსალიმში სომხური ეკლესიის ქონების კონფისკაცია
სომეხთა საპატრიარქოს აზრით, ამან შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს წმინდა მიწაზე ქრისტიანთა საერთო ყოფნაზე.
ჩერნივცში საკათედრო საზოგადოება იკრიბება თავისი სალოცავის დასაცავად
მორწმუნეები თავიანთ ტაძარში განუწყვეტლად ილოცებენ.
მეუ ემზადება ჩერნივცში უმე-ის ეკლესიების დასაკავებლად - წყარო: განახლებულია
ჩერნივცში ტაძრის მიტაცების პროცესი შეიძლება ისეთივე სასტიკი გახდეს, როგორც ჩერკასში. მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებენ.
კრივოი როგის ეპარქია რმე-ის კალენდარში მისი იერარქის ფოტოს გამოეხმაურა
კრივოი როგისა და ნიკოპოლის მიტროპოლიტ ეფრემს არაფერი აქვს საერთო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ქმედებებთან, აღნიშნავენ ეპარქიაში.
ჩერნოვცში პარტიამ „ევროპული სოლიდარობა“ მოსკოვის საპატრიარქოდან გასვლის შესახებ განაცხადა
პოროშენკოს პარტიის წევრებმა ჩერნივცში განაცხადეს, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს უმე-ის საკათედრო ტაძრის რელიგიური საზოგადოების შეხვედრაში.
კამენსკის მიტროპოლიტმა კომენტარი გააკეთა რმე-ის კალენდარში მისი ფოტოს გამოქვეყნებაზე
კამენსკის ეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც მას პირადად და არც უმე-ის რომელიმე ეპისკოპოსს არანაირი კავშირი არ აქვთ რმე-თან.