მთავრობა საერთოდ არ იყენებს უმე-ს მშვიდობისმყოფელ პოტენციალს, – ნოვინსკი

ვადიმ ნოვინსკი. ფოტო: pravda.com.ua

ხელისუფლება საერთოდ არ იყენებს უმე-ს სამშვიდობო პოტენციალს. ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა და უმე-ს პროტოდიაკონმა «Украинской правде»-სთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც გამოქვეყნდა 2021 წლის 7 ივლისს.

სახალხო დეპუტატის აზრით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მეთაური ანდრეი ერმაკი, რომელიც კურირებს სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და ტყვეების გაცვლის საკითს, ერთგვარ დიალოგს უწევს უმე-ს ხელმძღვანელობას, «მაგრამ მე ვთვლი, რომ უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის პოტენციალი საერთოდ არ არის გამოყენებული».

«მე ვთვლი, რომ ეკლესიას, როგორც არც ერთ ინსტიტუტს ქვეყანაში, ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს უდიდესი პოტენციალი, რომელსაც არავინ არ იყენებს. რატომ? იმიტომ რომ უკრაინის მართმადიდებლურ ეკლესიას თავისი ეპარქიის სამრევლოები აქვს უკრაინის მთელს ტერიტორიაზე, ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ჩათვლით», – განმარტა ვადიმ ნოვისკიმ.

მან გაიხსენა, რომ სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტი ლაზარე და დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტი ილარიონი არიან უმე- ის წმინდა სინოდის წევრები. ასევე სინოდის წევრი იყო ლუგანსკისა და ალჩევსკის მიტროპოლიტი მიტროფანი, რომელიც, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

,,არცერთი მღვდელი არსად გაქცეულა, არც საზღვართან, არც იმ ადგილების მახლობლად, სადაც ახლა სამხედრო ოპერაციები ტარდება, ისინი ასრულებენ თავიანთ პასტორალურ საქმიანობას ”, - თქვა ვადიმ ნოვინსკიმ

მანამდე მჯკ წერდა, რომ უმე- ის იერარქმა გაიხსენა ეკლესიის როლი პატიმრების გაცვლაში.

სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.

ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო

პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.

ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.