უმე-ს ი. გ. : დუმენკომ აღიარა ტაძრების მიტაცების გასაიდუმლოებული მზადება
სერგეი დუმენკო. ფოტო: pravda.com.ua
უკრაინის მართლადიდებელი ეკლესიის იურიდიული განყოფილების უფროსი, დეკანოზი ალექსანდრ ბახოვი თვლის, რომ მეუ-ს მეთაურის სერგეი (ეპიფანე) დუმენკოს სიტყვები იმაზე, რომ უმე-ს თემების "გადასვლა" არ ხმაურდება, მეტყველებს იმაზე, რომ გადაფორმება ხდება საიდუმლოდ, და რელიგიური თემების რეალური წევრები იურისდიქციის შეცვლის წინააღმდეგი არიან, იტყობინება თავის ოფიციალურ საიტზე უმე-ს იურიდიული განყოფილება.
მასმედიაში დუმენკოს სიტყვების კომენტირებისას, სადაც მან თქვა, რომ თემები "ღებულობენ გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე, მაგრამ წინააღმდეგობის ეშინიათ", მამა ალექსანდრემ აღნიშნა, რომ ამგვარად მეუ-ს მეთაურმა ფაქტიურად აღიარა ის, რომ გრძელდება უმე-ს რელიგიური თემების გადაფორმება,
"თუ "მეუ"-ს რელიგიურ თემთან "გაერთიანებისას" მოსალოდნელია წინააღმდეგობა, ეს პირველ რიგში ამტკიცებს, რომ ასეთი "გაერთიანება" ჩვეულებრივ ხდება უმე-ს რელიგიური თემისა და მორწმუნეების თანხმობისა და ინფორმირების გარეშე. და ეს უკვე არა გადასვლა, არამედ რელიგიური თემისა და ტაძრის რეიდერული მიტაცებაა",- თქვა დეკანოზმა ალექსანდ ბახოვმა.
იურისტის სიტყვებით, ბოლო წლებში გავრცელდა პრაქტიკა, როდესაც მეუ-ში თითქოსდა გადასვლის გადაწყვეტილებას იღებდნენ დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან უმე-ს რელიგიურ თემს, ტერიტორიული თემის კრებაზე მათ ასაღებდნენ როგორც კრების სამრევლოს.
"ესმით რა, რომ უმე-ს რეალური რელიგიური თემები არ დათანხმდებიან მეუ-ში გადასვლას და გაერთიანებას, ისინი ამ კრებებს ატარებენ საიდუმლოდ, უმე-ს რელიგიური თემის მონაწილეების ინფორმირებულობისა და მონაწილეობის გარეშე,- განმარტა იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა.- ამგვარად, პროტოკოლის ფალსიფიკაციით ისინი რეგისტრაციისათვის გადასცემენ დოკუმენტს უმე-ს რელიგიური თემის სახელით, რომელმაც არც კი იცის ამ გადაწყვეტილებების შესახებ. ხოლო საოლქო ადმინისტრაცია ფალსიფიცირებული დოკუმენტების საფუძველზე ახდენს უმე-ს რელიგიური თემის გადაფორმებას მეუ-დ, რაზეც მორწმუნეები პოსტფაქტუმ იგებენ. შემდგომ მათ არაფერი არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ წავიდნენ სასამართლოში რწმენისა და ეკლესიისათვის თავისი უფლებების დასაცავად იურიდიულად, ზოგჯერ კი ფიზიკურადაც".
მამა ალექსანდრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ რეიდერულ სქემაში მონაწილეობენ ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ფალსიფიცირებული დოკუმენტების საფუძველზე ახდენენ რელიგიური თემის ხელახალ დარეგისტრირებას და ამგვარად ხდებიან დანაშაულის თანამონაწილენი. "სამწუხაროდ, ამ სქემით სერგეი დუმენკო ელოდება უმე-ს რელიგიური თემების მეუს-თან " გაერთიანებით რიცხობრივ გაზრდას, ხოლო მორწმუნეებმა წინააღმდეგობა რომ არ გაუწიონ ამ განუკითხაობას, ისინი ყველაფერს საიდუმლოდ აკეთებენ, ასე ვთქვათ, არ აფიშირებენ",- დაასკ ვნა უმე-ს იურიდიული განყოფილების უფროსმა.
როგორც მჟკ იუწყებოდა, გასაკვირია, მაგრამ დუმენკო კიდევ ერთხელ იყენებს ტყუილს, აღნიშნავს უმე-ს იურიდიული განყოფილების უფროსი.
ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად
უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.
ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა
უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.
ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“
სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".
უმე-ის წინამძღვარმა სამწყსო მარხვის წინ დალოცა
მიმართვა წაიკითხება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეკლესიასა და მონასტერში შენდობის კვირას.
ჩერნივცის ხელისუფლება: დარეგისტრირდა თემების გადაწყვეტილებები უმე-ისადმი ლოიალობის შესახებ? ეს ჩვენთვის არ არის
ჩერნივცის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათი ამოცანაა რელიგიური თემების წესდებაში ცვლილებების რეგისტრაცია, მაგრამ არა მათი სტატუსის დადასტურება.
მეუ-მ მიტროპოლიტი არსენი დაადანაშაულა "ასობით უკრაინელის მკვლელობაში"
მეუ-ს „მღვდელმა“ თქვა, რომ სვიატოგორსკის მიტროპოლიტმა, თითქოს, რუსული იარაღი მიმართა უკრაინის მიმართ.