უმე-ს მღვდლები მსახურობდნენ ელადის ეკლესიის კერკირის მიტროპოლიაში

უმე-ს მომლოცველები წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარში კერკირის ეპარქიაში. ფოტო: страница прот. Николая Данилевича в Facebook.

უკრაინის მართლამადიდებელი ეკლესიის მღვდლებმა 18 ივლისს წირვა ჩაატარეს ელადის ეკლესიის კერკირის მიტროპოლიის წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძარში საბერძნეთის კუნძულ კორფუზე, სადაც  წმინდანის ნაწილები განისვენებენ, იუწყება თავის Facebook-გვერდზე უკრაინის მართლამადიდებელი ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირის განყოფილების უფროსის მოადგილე, დეკანოზი ნიკოლოზ დანილევიჩი. უკრაინის მართლამადიდებელი ეკლესიის მღვდლებთან ერთად მსახურობდა კერკირის მიტროპოლიის ერთ-ერთი კლირიკოსი.

საბერძნეთში სამლოცველო ვიზიტის ფარგლებში, მომლოცველებმა მამა ნიკოლოზისა და  კიევის წმ. სპირიდონის ტაძრის მოძღვრის დიმიტრი ბადიუკის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს საღმრთო ლიტურგიაში და თაყვანი სცეს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ნაწილებს. ამის შემდეგ ისინი შეხვდნენ ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქს, კერკირის მიტროპოლიტ ნექტარიუსს.

წმინდა სპირიდონის ტაძარი კერკირის მიტროპოლიის მართლმადიდებლური ტაძარია, რომელიც კუნძულ კორფუს ქალაქ კერკირის ცენტრში მდებარეობს. ნაკურთხია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელზე, რომელიც კუნძულის მფარველად ითვლება. ტაძარში დასვენებული წმინდანის ნაწილები მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე სათაყვანო სიწმინდეებად არის მიჩნეული.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, რუმინეთის ეკლესიის დელეგაციამ უკრაინის მართლამადიდებელი ეკლესიის მონასტრები მოილოცა.

სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.

ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო

პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.

ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.