ლუცკში მეუ-ს ,,იერარქის’’ ზინკევიჩის ძაღლებმა მრევლი დაკბინეს, – მედია
ძაღლის ნაკბენის კვალი მეუ-ს მრევლის კიდურებზე. ფოტო: volyntimes.com.ua
ლუცკში მეუ-ს მრევლი ქალი ,,იერარქის’’ მიხეილ ზინკევიჩის ზაღლებმა დაკბინეს, რომლებიც სქიზმატიკოსების საკათედრო ტაძარს იცავენ, იუწყება ინტერნეტ გამომცემლობა «Волынь Час».
გამომცემლობის ცნობით, 9 ივლისს, საღამოს მორწმუნე გალინა მივიდა ტაძარში სალოცავად, როდესაც მას ზურგიდან რამდენიმე ძაღლი დაესხა თავს. ძაღლებმა ქალბატონი დაკბინეს, რაზეც მეტყველებს ამოგლეჯილი კანი მის ფეხებზე, ასევე დაკბენილი მკლავები და მთელ სხეულზე დალურჯებები. გააფთრებული ძაღლები ქალს მოაშორა სხვა მრევლმა ქალბატონმა, რომელმაც თავი წარადგინა როგორც ტატიანა ფილარეტოვნა. გამომცემლობის მიხედვით, ის წარმოადგენს ლუცკის «იერარქის» «ახლო მეგობარს».
სწორედ მან ახალგაზრდა უცნობ მამაკაცთან ერთად ჩასვა მანქანაში დაკბენილი მრევლი და წაიყვანა რატომღაც, არა ადგილობრივ სამედიცინო პუნქტში, არამედ რაიონულ საავადმყოფოში. იქ რატომღაც ქალს დაუსვეს «მარჯვენა მუხლის ფლეგმონის» დიაგნოზი, ხოლო ძაღლის ნაკბენი დიაგნოზში ნახსენები არც ყოფილა. ჭრილობები დაუმუშავეს, რამდენიმე დღე ანტიბიოტიკოთერაპია ჩაუტარეს და შემდეგ შესთავაზეს საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ბინაზე გაწერა და მკურნალობის სახლის პირობებში გაგრძელება.
გამომცემლობა «Волынь Час» თქმით, ლუცკში საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ადამიანი გამხდარა ძაღლებს სამიზნე, მაგრამ ფაქტები მიჩქმალულია ,,ეპარქიის’’ ხელმძღვანელობის დავალებით. ასევე ადგილობრივმა ეკოლოგებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლებმა დაგლიჯეს ცხოველები, რომლებიც უბრალოდ იქვე გადაყარეს ნაგავში ზინკევიჩის ,, ეკლესიის’’ რეზიდენციის მახლობლად.
როგორც მჟკ წერდა, მეუ-ს «იერარქმა» ზინკევიჩმა ,,მსახურება’’ პატრიარქის მანტიაში ჩაატარა.
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.