უმე-ს მღვდელი: პატრიარქი ბართლომე - ბიზნესმენი და არა სულიერი ლიდერი
დეკანოზი ალექსანდრე ოვჩარენკო. ფოტო: страница ВКонтакте
ზაპოროჟიის ეპარქიის პრეს-მდივანმა დეკანოზმა ალექსანდრე ოვჩარენკომ განაცხადა, რომ პატრიარქ ბართლომეს მოქმედებები მიმართულია სხვისი ტაძრების მიტაცებისა და პირადი ძალაუფლების განმტკიცებისკენ და მას ახასიათებს, როგორც ბიზნესმენსა და საერო ადამიანს, მაგრამ არა როგორც სულიერ ლიდერს, გვატყობინებს from.ua.
„მეტსაც ვიტყვი. ფანარიონი გახდა გეოპოლიტიკის ინსტრუმენტი. იქნებ, მას თავად სურს ეს. მასზე ახლა ძალიან დიდ ფსონებს დებენ მართლმადიდებლობის განხეთქილებაზე“, - აღნიშნა მან.
ზაპოროჟიის ეპარქიის პრეს-მდივანმა ისაუბრა კონფესიური კუთვნილების თაობაზე სოცგამოკითხვებზე, რომელიც 2021 წლის ივლისში ჩატარდა უკრაინელებს შორის და მას უწოდა მეუ-ს პიარ-კამპანიის ელემენტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთი სინამდვილესთან.
„მაგალითად, ეს „სოციოლოგები“ ვერ ხსნიან, რატომ არ გადადის მათ მიერ გაჟღერებული მეუ-ს მხარდაჭერა უკრაინელ მოქალაქეებს შორის გადავსებულ ტაძრებში... სინამდვილეში, მეუ-ს არ გააჩნია ის 7 ათასი მრევლიც კი, რაც ქაღალდზეა. ის რეალურად დაახლოებით 3,5-4 ათასია. და ისიც, თუ მოგროვდება. თუ უმე-ს 12 500 მრევლი ჰყავს, ხოლო მათ, თუნდაც 7 000, ეს უმე-ს ნახევარზე მეტია მაინც. თუმცა, ლიტანიობა ორჯერ ნაკლებ რაოდენობას აჩვენებს (უმე-თან შედარებით), არამედ 10-ჯერ და მეტადაც. ამ წელს კიევში კიევის რუსეთის მართლმადიდებლობის დღეს უმე-ს არანაკლებ 300 ათასი მართლმადიდებელი ადამიანი გამოვიდა. ხოლო მეუ-ს, რათა არ შერცხვენილიყო და არ ეჩვენებინა მისი მიზერულობა, საერთოდ გააუქმა თავისი ლიტანიობა მთავარ ვლადიმირის დღესასწაულზე“, - დაამატა მან.
დეკანოზმა ალექსანდრე ოვჩარენკომ აღნიშნა სხვა ფაქტებიც, რომლებიც უარყოფენ „სოციოლოგიას“ მეუ-ს სასარგებლოდ.
მისი სიტყვებით, თუ მეუ -ს ნამდვილად გააჩნია საზოგადოების დიდი მხარდაჭერა, „რატომ ვერ ვხედავთ მისი მრევლის შესაბამისი რაოდენობის მატებას... ჩვენ ვხედავთ მეუ-ს ცარიელ და ნახევრად ცარიელ ტაძრებს“.
მეორეც, „მეუ -მ ვერც ერთხელ ვერ შეძლო ლიტანიობის ან პარაკლისის ორგანიზება და ჩატარება, რომელიც მონაწილეთა რაოდენობით შეიძლება შეედაროს კიევში დიდ ლიტანიობას“.
მესამე, „მეუ-ში პრაქტიკულად არ არსებობს ბერ-მონაზვნობის ინსტიტუტი, ხოლო მონასტრები უფრო ქაღალდზე არსებობს, ვიდრე რეალურად“, მაშინ როცა „უმე-ში დაახლოებით 5 ათასი ბერი და მონაზონია 200-ზე მეტ მონასტერში“.
მღვდლის სიტყვებით, განხეთქილება არის ტრაგედია და სულიერი ტკივილი, მაგრამ მას სჯერა, რომ ეს განხეთქილება მომავალში დაძლეული იქნება.
„მჯერა, რადგანაც ვხედავ, თუ როგორ ლოცულობს უმე-ს ტაძრებში ყოველ კვირას საღვთო ლიტურგიაზე ათასობით ადამიანი მშვიდობაზე, ეკლესიების ერთსულოვნებასა და კეთილდღეობაზე. უკრაინა რჩება მართლმადიდებელ ქვეყნად. ის გადაიტანს განხეთქილებების ამ ბნელ ხანას. მართლმადიდებლობა მომავალშიც იქნება სახელმწიფო მნიშვნელობის რელიგია და მილინობით უკრაინელი ეზიარება ერთი თასიდან“, - დაამატა მან.
როგორც ადრე მჟკ გვატყობინებდა, ზაპოროჟიეს უმე-ს ტაძარსი დამოუკიდებლობის დღეს ლიტურგია 12 ენაზე ჩატარდება.
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.