ს.ბუდერაჟში მეუ-ს რეიდერები ცდილობდნენ მიტაცებული ტაძრის ზარების გადადნობას

მეუ-ს თემის ხელმძღვანელი და ტაძრის უძველესი ზარები. ფოტო: протоиерей Василий Начев

როვენსკის ოლქის სოფელ ბუდერაჟის უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანება ცდილობდა გადასადნობად ჩაებარებინა მიტაცებული ეკლესიის ძველებური ზარები, იუწყება მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის კორესპონდენტი.

წმინდა მიძინების ტაძარი ბუდერაჟში არქიტექტურული ძეგლია და მისი ზარები უკვე რამდენიმე ასეული წლისაა.

ორი ძველებური ზარის გადადნობის პუნქტში გადაცემის ფაქტი დააფიქსირა უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა, როვენსკის ეპარქიის კლირიკოსმა, დეკანოზმა ვასილი ნაჩევმა. მისი სიტყვებით, მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც ისინი ურიკაზე იხილა, მათ გვერდით კი - უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანების მამასახლისი ბუდერაჟიდან.

 „უცებ მივხვდი, რა ხდებოდა, ამიტომ მივმართე ვასილი ანტონიუკს, უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანების მამასახლისს კითხვით, აქვთ თუ არა ზარების ჩაბარებაზე კულტურის სამმართველოს უფლება, - ყვებოდა მამა ვასილი. - მე უხეშად მპასუხობდნენ, მივხვდი, რომ უფლება არ აქვთ. ამიტომ გამოვიძახე პოლიცია და ტელევიზიაშიც კი დავრეკე“.

მღვდელმა დაამატა, რომ პოლიცია არ მოსულა, მაგრამ დარეკა ვინმე ნიკოლოზმა, რომელმაც უთხრა მოსულიყო განყოფილებაში და განცხადება დაეწერა.

 „ზარი სწორედ მაშინ განხორციელდა, როდესაც უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანების წარმომადგენლებმა ბუდერაჟიდან ზარები ისევ მანქანაში ჩატვირთეს. პოლიციელმა კი თქვა, რატომ უნდა მოვიდე, მანქანა უკვე აღარ არის, მე არაფერი არ მინახავს“, - დაამატა დეკანოზმა.

განცხადების დაწერას მამა ვასილი მაინც აპირებს, ვინაიდან მას აქვს ფოტო- და ვიდეომტკიცებულებების  საკმარისი რაოდენობა, რომლებიც ამტკიცებენ უკრაინის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს. 

 „მე სხვა რამ მაღელვებს. ამჯერად  მე შემთვევით ხელი შევუშალე ამას და ეკლესიის ძველებური ზარები დარჩნენ იქ, სადაც უნდა იყვნენ. მაგრამ დარწმუნებული  არ  ვარ, რომ გაერთიანება, რომელიც სრულიად არ აფასებს თავისი წინაპრების მემკვიდრეობას, კვლავ იგივეს არ გაიმეორებს“, - ღელავდა მამა ვასილი ნაჩევი.

შეგახსენებთ, რომ ძველებურ  ტაძარს ბუდერაჟში უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის აქტივისტები რამდენიმე ეტაპად იტაცებდნენ: 2019 წლის მაისში იყო ეკლესიაში შეჭრის პირველი მცდელობა, მაგრამ უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა დაიცვეს ის და ეკლესიის ეზოშიც კი არ შეუშვეს რეიდერები. მას შემდეგ წმინდა საფარველის ეკლესია დაკეტილი იყო თითქმის 2019 წლის ოქტომბრამდე, სანამ  ზდოლბუნოვსკის რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა სერგეი კონდრაჩუკმა ძალაყინით არ გააღო უფლის სახლის კარი, გააღო უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის  მომხრეებისთვის. 

სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.

ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო

პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.

ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.