უბგკე-ში ფანარიონის მეთაურს თვლიან "კანონიკურად ფართოდ მოაზროვნე" ადამიანად

სვიატოსლავ შევჩუკი და პატრიარქი ბართლომე. ფოტო: news.ugcc.ua

უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის იერარქმა, ფილადელფიის (აშშ) მიტროპოლიტმა ბორის გუდზიაკმა კიევ-მოგილიანსკის აკადემიის სტუდენტებთან ონლაინ-ლექციების დროს  ისაუბრა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესთან კიევში მისი ბოლო შეხვედრის შესახებ და უწოდა მას სასიამოვნო და "კანონიკურად ფართო შეხედულებების მქონე" ადამიანი. "ჩემთვის სასიამოვნო იყო წინა კვირას  (ფანარიონის მეთაურის   კიევში ვიზიტის დროს-რედ.) შევხვედროდი სამეფო ქალაქის პატრიარქს ბერთლომეს. ეს არის სასიამოვნო ადამიანი, კანონიკურად ფართო აზროვნების მქონე",-თქვა უნიატმა მიტროპოლიტმა.

მან ასევე გაიხსენა, რომ როდესაც 2018 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის გადაწყვეტილება გადაეცა ეპიფანე დუმენკოსთვის ტომოსი მეუ-ს შექმნის შემდეგ, უკრაინის კათოლიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სადღესასწაულო ბანკეტი უბკე-ს ხელმძღვანელის სვიატოსლავ შევჩუკის მონაწილეობით. "ჩვენ გვიხაროდა ტომოსი, განსაკუთრებით ხელმოწერის დღეს. 2018 წლის დეკემბერს კიევში იყო უკუ(უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის) ბანკეტი, და ჩვენ ყველა ერთად ამ ბანკეტზე, დაახლოებით 400 ადამიანი, ავღნიშნავდით, და უნეტარესმა სვიატოსლავმა წარმოთქვა ამაღელვებელი სიტყვა", -თქვა ბორის გუდზიაკმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ფანარიონის მეთაურის ვიზიტი ზრდის მეუ-ს შესაძლო კავშირს უნიატებთან, თვლის ექსპერტი.

სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.

ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო

პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.

ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.