მეუ-ში უსიკის გამარჯვებას უკრაინელი ხალხის ტრაგედია უწოდეს
მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში ალექსანდრე უსიკი. ფოტო: facebook.com/Alexanderusyk
ალექსანდრე უსიკის გამარჯვება უკრაინელი ხალხის ტრაგედიაა, ხოლო თვით სპორტსმენი - უკრაინის გრანდიოზული პრობლემა. ამის შესახებ მეუ-ს სამხედრო სასულიერო პირთა საერთაშორისო და კონფესიათაშორისი თანამშრომლობის სინოდალური სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვერცხლის ჯილდოს „უკრაინის სახალხო გმირის“ მფლობელმა და სამხედრო კაპელანობის შესახებ დისკრიმინაციული №4626 კანონპროექის თანაავტორმა კონსტანტინე ხოლოდოვმა დაწერა თავის Facebook გვერდზე, სახელოვანი მოკრივის ლონდონში გამარჯვების შემდეგ.
მეუ-ს წარმომადგენლის აზრით, ტრაგედია მდგომარეობს იმაში, რომ „უკრაინული საზოგადოება არ მიისწრაფვის ჯანმრთელი ხალხის გაჩენისა და აღზრდისკენ“, ამის შედეგად „ჩვენ გვყავს ნაძირლები (ავტორს უკრ. покруч – ნარევი, ნაბიჭვარი, - რედ.) ყველგან: თეატრის დიდი სცენიდან და კინოდან დაწყებული ძალოვანი სტრუქტურებით და სპორტით დამთავრებული. თანამედროვე პოლიტიკაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია“.
„გამოდის, რომ აღზრდა, ფეზხე დაყენება, ხალხში გამოყვანა და საგზურის მიცემა „დამოუკიდებელ“ ცხოვრებაში ნაძირალა-მალოროსებს ჩვენში მხოლოდ მს უმე-ის მსგავსი უცხოური აგენტურული ორგანიზაციები აძლევენ, "КВН" და სხვა ამგვარი ქოლერა. ამიტომ უსიკი უკრაინის გრანდიოზული პრობლემაა“, - განაცხადა ხოლოდოვმა, რომელიც არის მეუ-ს სამხედრო „სასულიერო პირთა“ სამმართველოს უფროსის მოადგილე.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ალექსანდრე უსიკმა, რომელიც გახდა აბსოლუტური ჩემპიონი სუპერმძიმე წონაში, ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ თავისი გამარჯვებით ადიდებს ქრისტეს, მან აგრეთვე კომენტარი გააკეთა მის წინააღმდეგ გაჩაღებულ საინფორმაციო კამპანიაზე: „ვიცი, ბევრს არ სურდა ეს გამარჯვება. მაგრამ ჩემთვის სულერთია. ღმერთს სხვა გეგმები აქვს“.
ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას
1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.
გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი
„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.
ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.
უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა
პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.
რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".
ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.