მს სსკგ: ალექსანდრიის ეკლესიის ათობით მღვდელი ითხოვს მათ მიღებას რმე-ში
მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ფოტო: al-eparhiya.ru
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) გადაცემაში „ეკლესია და სამყარო“ («Церковь и мир») არხზე «Россия-24» განაცხადა, რომ ალექსანდრიის საპატრიარქოს ათობით მღვდელი, ვინც არ ეთანხმება მეუ-ს აღიარებას, ითხოვს რმე-ში მიღებას.
„როდესაც ალექსანდრიის პატრიარქი შეუერთდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს და უკრაინაში განხეთქილების სტრუქტურა აღიარა როგორც მართლმადიდებელი ეკლესია, მოიხსენია მისი ლიდერი ღვთისმსახურებისას, ამან გამოიწვია ალექსანდრიის ეკლესიაში განხეთქილება, რაც მოსალოდნელი იყო. ათობით მღვდელმა, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ მოხსენიებას და განხეთქილების აღიარებას, მიმართეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს თხოვნით რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მიღებაზე“, - აღნიშნა სსკგ-ის თავმჯდომერემ.
მიტროპოლიტმა ილარიონმა დაამატა, რომ რუსეთის ეკლესიაში იმედი ჰქონდათ, რომ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თეოდორე II გადახედავს თავის გადაწყვეტილებას, თუმცა ეს არ მოხდა.
„ამა წლის აგვისტოში პატრიარქი თეოდორე გაემგზავრა კუნძულ იმბროსზე - ადგილი, სადაც დაიბადა პატრიარქი ბართლომე. მათ იქ ერთად აღასრულეს მსახურება, რომელშიც მონაწილეობდა უკრაინული განხეთქილების ლიდერი ეპიფანე დუმენკო. საეკლესიო კანონთა თვალსაზრისით, თუ იერარქი განხეთქილების მონაწილესთან ერთად მსახურობს, ის თვითონ ხდება განხეთქილების მონაწილე. სამწუხაროდ, საეკლესიო კანონები არანაირ სხვა ინტერპრეტაციას არ გვაძლევს“, - თქვა სსკგ-ის თაცმჯდომარემ.
ამ მსახურების შემდეგ „პატრიარქი თეოდორე საბოლოოდ ასოცირდა განხეთქილებასთან“, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არ გააჩნია საფუძველი, რომ უარი უთხრას ალექსანდრიის საპატრიარქოს კლირიკოსებს მათ თხოვნაზე, დააზუსტა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
„რამდენი ხანი დაჭირდება განხილვას, როგორ უნდა გაფორმდეს სტრუქტურულად ჩვენი აფრიკაში ყოფნა - ეს უნდა გადავწყვიტოთ წმინდა სინოდის უახლოეს სხდომებზე“, - დაასკვნა მიტროპოლიტმა ილარიონმა.
როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, დეკანოზი ანდრია ნოვიკოვი ყვებოდა, რომ ალექსანდრიის ეკლესიის სამრევლოებიდან აძევებენ წინამძღვრებს, ვისაც სურთ მს-ში გადასვლა.
ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად
უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.
ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“
სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".
უმე-ის წინამძღვარმა სამწყსო მარხვის წინ დალოცა
მიმართვა წაიკითხება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეკლესიასა და მონასტერში შენდობის კვირას.
ჩერნივცის ხელისუფლება: დარეგისტრირდა თემების გადაწყვეტილებები უმე-ისადმი ლოიალობის შესახებ? ეს ჩვენთვის არ არის
ჩერნივცის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათი ამოცანაა რელიგიური თემების წესდებაში ცვლილებების რეგისტრაცია, მაგრამ არა მათი სტატუსის დადასტურება.
მეუ-მ მიტროპოლიტი არსენი დაადანაშაულა "ასობით უკრაინელის მკვლელობაში"
მეუ-ს „მღვდელმა“ თქვა, რომ სვიატოგორსკის მიტროპოლიტმა, თითქოს, რუსული იარაღი მიმართა უკრაინის მიმართ.
ლვოვში ჩერნივცის სამი ეკლესიის უკანონო რეგისტრაცია განხორციელდა, – მედია
ჩერნოვცში უმე-ის სამი მთავარი ეკლესია ლვოვის ტდც-ის თანამშრომელმა ხელახლა დაარეგისტრირეს მეუ-ში.