ჩვენ ამას ვაფასებთ: დუმენკომ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მეუ-ს მხარდაჭერის გამო

აშშ -ს სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი ენტონი ბლინკენი და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: pomisna.info

2021 წლის 6 ოქტომბერს მეუ-ს ხელმძღვანელმა ეპიფანე დუმენკომ მადლობა გადაუხადა აშშ-ს ტომოსის მხარდაჭერის გამო, რომელიც მეუ-ს ფანარიონის მეთურმა უბოძა, იუწყება მეუ-ს საიტი.

წმინდა მიქაელის მონასტრის ტერიტორიაზე შეხვედრის დროს დუმენკომ ხაზი გაუსვა, რომ დიდად მადლობელია ამერიკელი ხალხის, ამერიკის შეერთებული შტატების იმ მხარდაჭერის გამო, რასაც ეს ქვეყანა „გამოხატავდა და გამოხატავს ჩვენს მიმართ სამართლიანობასა და სიმართლისთვის ბრძოლაში“.

 „მე საშუალება მქონდა აქ, ამ კედლებში პირადად მეთქვა მადლობა ყოფილი სახელმწიფო მდივნისთვის მაიკლ პომპეოსთვის, აგრეთვე ახლანდელი სახელმწიფო მდივნისთვის ენტონი ბლინკენისთვის. დღესაც მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ეს თქვენი წარმომადგენლობითი დელეგაციის წინაშე“, - აღნიშნა დუმენკომ.

მან აგრეთვე მადლობა გადაუხადა აშშ-ს უკრაინაში „რელიგიური თავისუფლების“ მხრდაჭერისთვის და თქვა, რომ აფასებს  „,ადამიანის ამ ერთ-ერთი ძირითადი უფლების  მყარ საჯარო მხარდაჭერას, რომელსაც აშშ-ს ხელისუფლება გამოხატავს“.

 „ჩვენი, უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც უკრაინის დამოუკიდებელი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების მიღწევამ, 2019 წელს ტომოსის მიღებამ - მსოფლიო პატრიარქ  ბართლომეს სპეციალური დოკუმენტის, რომელიც  ჩვენს დამოუკიდებლობას ადასტურებს, მიიღო შეერთებული შტატების საჯარო მხარდაჭერა, როგორც რელიგიის თავისუფლების გამოხატვის, და ჩვენ ამას ვაფასებთ“, - აღნიშნა მეუ-ს ხელმძღვანელმა.

რელიგიური ორგანიზაციის ლიდერი, რომლის მომხრეებმა, მათ შორის ფიზიკური ძალის გამოყენებითაც, მიიტაცეს უმე-ს ასობით ტაძარი, უყვებოდა ამერიკის დელეგაციას, რომ ქრისტიანული  კონფესიების წარმომადგენლებთან, იუდეველებთან და მუსულმანებთან ერთად აკეთებს „ყველაფერს იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენს ქვეყანაში რელიგიური და ეროვნული მშვიდობა“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ უკრაინის განხეთქილების ერთ-ერთი ლიდერის, მაკარ მალეტიჩის სიტყვებით, ფანარიონმა ტომოსი უმე-ს იმიტომ გადასცა, რომ აშშ-ს მხარდაჭერაში იყო დარწმუნებული.

სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.

ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო

პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.

ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.