ელადის ეკლესიის მიტ-მა განაცხადა, რომ ვაქცინა არის ღვთის საჩუქარი
დიმიტრიადის მიტროპოლიტი ეგნატე. ფოტო: imd.gr
ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის დიმიტრიადის მიტროპოლიტმა ეგნატემ განაცხადა, რომ Covid-19 –ის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ღვთის საჩუქარი, იუწყება გამოცემა «Вима Ортодоксия».
მიტროპოლიტი ეგნატე, რომელიც ქალაქ ვოლოსის საავადმყოფოში ვაქცინაციის ცენტრს მესამე აცრისთვის ეწვია განაცხადა, რომ Covid-19 –ის საწინააღმდეგო ვაქცინა "არის ღვთის საჩუქარი", და ისინი, ვინც ამ დრომდე არ აცრილან, უნდა გააკეთონ ეს, იმიტომ რომ "ისინი ვალში არიან საკუთარი თავის, მაგრამ განსაკუთრებით თავისი ახლობლების წინაშე".
მან ასევე "ძალიან დადებითად" მიიღო ის ფაქტი, "რომ არიან ბევრი ადამიანები, რომლებსაც ახლა არწმუნებენ დაიწყონ ვაქცინაცია".
მიტროპოლიტ ეგნატეს აზრით, "შექმნილ დაყოფას" ვაქცინაციაზე შეხედულების გამო "არავისთვის სარგებლობა არ მოაქვს ". ხოლო "ამ ვაქცინებისთვის (კორონავირუსის საწინააღმდეგო,-რედ.) მორალური პრობლემა არ არსებობს. ჩვენ უნდა ვენდოთ მათ და წავიდეთ წინ".
მან ასევე განაცხადა, რომ მოხარულია იმაზე, რომ მისი ეპარქიის ბევრი მღვდელი ცირკულარის შემდეგ, რომელიც გაეგზავნა თითოეულ მათგანს, "დარწმუნდნენ და შეუდგნენ ვაქცინაციას".
"შეტყობინენები, რომელსაც მე ყოველდღე ვღებულობ, იმედისმომცემია. მნიშვნელოვნად მცირდება აუცრელთა პროცენტი. ასევე არის იმედისმომცემი შეტყობინებები პატარა ბავშვებზე, რომლებმაც მომწერეს, რომ მათ სჯეროდათ ჩემი სიტყვების და აიცრნენ",-აღნიშნა მიტროპოლიტმა ეგნატემ.
ადრე მჟკ წერდა, რომ საბერძნეთში პროტესტის მონაწილეებმა მოითხოვეს იერარქის გადაყენება,რომელიც ვაქცინის მომხრეა.
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.