კვიპროსელი იერარქი: ევროპა ჯოჯოხეთს ემსგავსება და ახლოვდება დიდი ომი
მორფოს მიტროპოლიტი ნეოფიტე. ფოტო: скриншот с YouTube-канала Ομιλίες Μητροπολίτου Μόρφου
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მორფუს მიტროპოლიტმა ნეოფიტემ რუმინელ მღვდელ კვიპრიანე მეგასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპა ემსგავსება ჯოჯოხეთს და ახლოვდება დიდი ომი.
თავად ინტერვიუ გამოქვეყნწბულია 9 დეკემბერს Ομιλίες Μητροπολίτου Μόρφου-ზე, თუმცა აღწერაში ნათქვამია, რომ მეუფემ ეს ინტერვიუ მისცა ჯერ კიდევ 2024 წლის 8 აგვისტოს.
მიტროპოლიტ ნეოფიტეს სიტყვებით, „პარიზში გაბედეს ქილიკი საღმრთო ლიტურგიაზე, საიდუმლო სერობაზე - იმაზე, რაც ჩვენს საზრდოს, მართლმადიდებელთა ცხოვრებას წარმოადგენს“.
„მან, ვინც ეს გააკეთა, ძალიან კარგად იცოდა ღვთისმეტყველება. მას ეს ვიღაცამ უკარნახა, უთხრა: „ასეთია ახლა საქმის ვითარება“. და ჩვენ ომის მოლოდინში ვართ, რომელიც, როგორც ჩანს, დაიწყება არა უკრაინიდან, როგორც ვფიქრობდით, არამედ ახლო აღმოსავლეთიდან“, - განაცხადა მღვდელმთავარმა.
მისი სიტყვებით, „ეს ღვთის განგებაა, ვინაიდან ხალხმა სამყაროს მეშვეობით ვერ შეიმეცნა მამის, ძისა და სულიწმინდის ღმერთის ჭეშმარიტება“.
მოუსმინეთ ამ სიტყვას: ჭეშმარიტების შემეცნება“, - ხაზი გაუსვა მან.
მეუფემ განაგრძო: „რადგან თქვენ მშვიდობიანი გზით არ მოინდომეთ გაგება, მოინდომეთ საკუთარი სამოთხის შექმნა დედამიწაზე, მდიდარ ევროპაში. მაგრამ ახლა თქვენი სამოთხე ემსგავსება ქაოსურ ჯოჯოხეთს და ახლოვდება დიდი ომი. და ისინი, ვინც გადარჩება... ისინი, ვინც დარჩება... მოდით, აქ მრავალწერტილით დავსვათ“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ, მიტროპოლიტ ნეოფიტეს სიტყვებით, დასავლური სამყარო ლუციფერთან შევიდა დიალოგში.
ალბანელი არქიეპისკოპოსი ანასტასის დაკრძალვა ტირანაში გაიმართა
ალბანური ეკლესიის წინამძღვარი აღდგომის ტაძრის ქვეშ არსებულ საძვალეში დაკრძალეს.
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.