ბართლომე ამპარტავნების გამო არ აღიარებს მეუ-სთან დაშვებულ შეცდომას

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: ria.ru

უმე-სთან დაშვებულ შეცდომას კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე არ აღიარებს ამპარტავნების გამო, რომლის ნიშნები მის განცხადებებში და ქმედებებში ჩანს. ამის შესახებ ვინიცკისა და ბარსკის მიტროპოლიტმა ბარსანოფმა (სტოლიარი) დაწერა მჟკ-ს საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

საკუთარი შეცდომის აღიარება ამპარტავნებაზე უარის თქმას ნიშნავს, აღნიშნა იერარქმა. მაგრამ „ერეტიკოსებისთვის ეს, როგორც ეკლესიის ისტორია გვაჩვენებს, ყოველთვის პრობლემური გადაწყვეტილება იყო. ისინი თვლიდნენ, რომ სხვებზე უკეთესები, სხვებზე ჭკვიანები და განათლებულები არიან და ამიტომ არავინ არ უნდა გაბედოს მათთვის ჭკუის სწავლება. საბოლოოდ, არიოზმაც, ნესტორმაც და მაკედონმაც შეარცხვინეს თავიანთი სახელები და ეკლესიის ისტორიაში  როგორც ერესიარქები შევიდნენ. ეტყობა, პატრიარქ ბართლომესთანაც იგივე პრობლემას ვაწყდებით“.

იმის დასტურად, რომ სწორედ ამპარტავნება უშლის ხელს ფანარიონის მეთაურს, რომ მეუ-სთან დაკავშირებული  შეცდომა აღიაროს, რომლის „ავტოკეფალიამ“ გამიჯნა მართლმადიდებლური სამყარო, მიტროპოლიტმა ბარსანოფმა მოიყვანა პატრიარქ ბართლომეს სიტყვები და ქმედებები და შეადარა ისინი წმინდა მამების გამონათქვამებს ამპარტავნების შესახებ.

უმე-ს მღვდელმთავარმა გაანალიზა პატრიარქ ბართლომეს რამდენიმე განცხადება და მიუთითა ამპარტავნების სამ ძირითად ნიშანზე: განდიდება, სურვილი პატივისა და განაწყენება. 

 ამპარტავნება მომაკვდინებელი ცოდვა და ვნებაა, რომელსაც, მსგავსად ნებისმიერი ვნებისა, აქვს პროგრესირებადი ხასიათი და ის ადამიანის სულიერი ცხოვრების ყველა მხარეზე ახდენს გავლენას. <...> მართლმადიდებლები უკვე ეჩვევიან, რომ ყოველ ერთ-ორ თვეში ერთხელ პატრიარქი ბართლომე აკეთებს რაღაც მაშოკირებელ განცხადებას. ალბათ არ ღირს ყველა იმ სიტყვის ციტირება, რომლითაც პატრიარქი ბართლომე შეურაცყოფდა, ის არ იღებდა შეგონებებს, მუდამ მხოლოდ თავისი აზრი ჰქონდა და საკუთარ თავს უფრო ენდობოდა, ვიდრე სულიერი მამების მსჯელობებს. ყველა ეს განცხადება ფართოდ განიხილებოდა მართლმადიდებლურ გარემოში“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მისი აზრით, უკრაინის განხეთქილების უნანელი მონაწილეებისთვის ტომოსის მინიჭებით და მათთან ურთიერთობაში ყოფნით  „პატრიარქი ვერ განერიდა იმ სულიერ სენს, რომლითაც ეს ხალხია დაავადებული - ამპარტავნებას“.

 „სწორედ ამ ვნების გამო ადამიანი  ერთ  უბრალო სიტყვას ვერ ამბობს  - „მაპატიე“, ვერ აღიარებს საკუთარ  შეცდომებს, რომ გამოსწორების გზაზე დადგეს“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ბარსანოფმა და ხაზი გაუსვა, რომ, თუ საქმე ჩვეულებრივ ქრისტიანს კი არა, პატრიარქს ეხება, ამპარტავნებაზე სულიერი დამოკიდებულების პრობლემა ბევრად უფრო იზრდება.

უმე-ს იერარქმა აგრეთვე განმარტა, რომ ფანარიონის მეთაურმა  კანონიკური  დანაშაული შეგნებულად  ჩაიდინა, როდესაც  ტომოსი მეუ-ს მიანიჭა, სადაც  ელემენტარულიც კი არ არის - უკრაინელი განხეთქილების მონაწილეების ერთმანეთში რეალური გაერთიანება.

სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.

ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო

პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.

ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.