როვენის ეპარქიაში დახვდნენ ახალ მმართველ ეპისკოპოსს
როვენის კათედრაზე დანიშნული ეპისკოპოსი პიმენის დახვედრა. ფოტო: СПЖ
2021 წლის 17 ნოემბერს როვენისა და ჟიტომირის ოლქების საზღვარზე სამღვდელოება და ბერ-მონაზვნობა შეხვდა თავის ახლადდანიშნულ მმართველ ეპისკოპოს პიმენს, იუწყება მჟკ-ს კორესპოდენტი.
მეუფე პიმენი ბრუნდებოდა კიევიდან, სადაც მიიღო უმე-ს წინამძღვრის, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის ბრძანება თავის დანიშვნაზე. მღვდლები, იღუმენები, მონასტრების იღუმენიები და ბერები შეხვდნენ თავის იერარქს პურ-მარილითა და ყვავილებით.
"ეს ხალხური ტრადიციაა- ძვირფასი ადამიანების შეხვედრა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით, აღნიშნა ეპისკოპოსმა ვიქტორ ზემლიანოიმ, როვენის უმე-ს ეპარქიაში რელიგიათაშორისი დარეგულირების განყოფილების ხელმძღვანელმა. - მეუფე პიმენი ნამდვილად ძვირფასი ადამიანია ჩვენთვის, და მისია, რაც მას დააკისრა წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ განსაკუთრებულია- ერისკაცებისა და ჩვენი, მღვდლების ხსნისკენ წაყვანა".
მისასალმებელი სიტყვების შემდეგ მეუფე პიმენმა დალოცა ყველა, ვინც ჩამოვიდა მის შესახვედრად და მიმართა სამადლობელი სიტყვებით: "გულის სიღრმემდე ვარ შეძრული ამ გულწრფელობითა და სტუმართმოყვარეობით. დიდი სურვილი მაქვს ამ მაღალ თანამდებობაზე შევძლო ღირსეულად ვემსახურო ღმერთს და ადამიანებს". იმპროვიზირებული დღესასწაულის შემდეგ ყველა შემხვედრი და როვენის უმე-ს ეპარქიის ახლადარჩეული მმართველი გაემგზავრნენ ქალაქ როვნოს წმინდა გიორგის მეტოქში, სადაც აღავლინეს სამადლობელი ლოცვა და ლოცვით შესთხოვეს მოწყალე ღმერთს ნაყოფიერი შრომა ეკლესიის სასიკეთოდ და ღვთის სადიდებლად.
როგორც მჟკ იუწყებოდა, წმინდა სინოდმა დანიშნა მმართველი ეპისკოპოსი როვენის ეპარქიაში.
სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა
სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.
ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო
პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.
ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა
ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.
ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს
მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ მანქანას.
მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო
სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.