ექსპერტებმა ბიბლიური არქეოლოგიის 2021 წლის 10 მთავარი აღმოჩენა დაასახელეს

არქეოლოგების მუშაობა. ფოტო: cursorinfo.co.il

ექსპერტებმა ჩამოთვალეს ბიბლიური არქეოლოგიის 2021 წლის 10 მთავარი აღმოჩენა. ამის შესახებ იუწყება საიტი «Christianity Today». არტეფაქტების სიაში შედის:

10. მეფე ჰეროდეს „მწვანე თითი“

ნახევარი საუკუნის წინ არქეოლოგმა ეჰუდ ჰეტცერმა აღმოაჩინა ჰეროდეს ბაღების ნარჩენები, მაგრამ გათხრების ნიადაგის ნიმუშების ანალიზი მხოლოდ ახლა ჩაატარეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჰეროდეს ბაღის მცენარეები  ჩვეულებრივ იერიხონის მიმდებარე უდაბნოში არ იზრდებოდნენ. მინიატურული ფიჭვები, კვიპაროსები, კედრები და ზეთისხილის ხეები  ბიბლიური ტირანის „მაბაღეობის გმირობის“ მაგალითს წარმოადგენენ.

ჩრდილოეთ იუდეის უდაბნოში გაშენებული იერიქონი. ფოტო: sputnik8.com

9. მეფე ჰეროდეს საზღვაო კომპლექსი

ისრაილის სიძველეთა სამმართველომ განაცხადა აშქელონში მეფე ჰეროდე დიდის ბაზილიკის ხელმეორე გახსნისა და კონსერვაციის შესახებ. საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად გათხარეს ეს უზარმაზარი შენობა რომაულ სტილში, ფეხბურთის მოედანზე უფრო დიდი. საძიებო სამუშაოები ახლაც გრძელდება. საბოლოო რეკონსტრუქციაში მოიაზრება პატარა ანტიკური თეატრი, რომელსაც ეწოდება ოდეონი, მარმარილოს სვეტები და კაპიტელები, აგრეთვე წარმართი ღვთაებების უზარმაზარი მარმარილოს ქანდაკებები.

ბაზილიკის ნანგრევები აშკელონში. ფოტო: smithsonianmag.com

8. ბიბლიური ფარაონის სასაზღვრო სტელა

ეს ძეგლი წარწერით აღმოჩენილია ფერმერის მინდორზე ეგვიპტის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ის ატარებს ჰოფროს სახელს, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ფარაონთა შორის, ვინც დასახელებულია ძველ აღთქმაში. სტელა შეიცავს იეროგლიფთა 15 სტრიქონს, რომლებიც ჯერ ნათარგმნი არ არის.

ფარაონის კედელი იეროგრიფებით. ფოტო: smithsonianmag.com

7. უცნობი ეგვიპტური ქალაქი

არქეოლოგებმა გამოაცხადეს ადრე უცნობი დიდი  ქალაქის შესახებ ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, ლუქსორთან ახლოს. ის დათარიღებულია ფარაონ ამენჰოტეპ III მმართველობის წლებით, რომელსაც ბევრი ბიბლეისტი გამოსვლათა ფარაონად მიიჩნევს.

უძველესი ეგვიპტური ქალაქის ნანგრევები. ფოტო: nationalgeographic.com

6. ტერფი ჯვარცმის კვალით

დეკემბრის დასაწყისში არქეოლოგები ყვებოდნენ ბრიტანულ ფენსტენტონში ჩონჩხის პოვნის შესახებ, რომელსაც ჯვარცმის კვალი აქვს. თუმცა ჯვარზე გაკვრის რომაული პრაქტიკა ძველი წყაროებიდან კარგად არის ცნობილი, ამის არქეოლოგიური დასტურები  ძალზე მწირია. სამარხი თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით  დაახლოებით 400 წლით, რომის მიერ ინგლისის ოკუპაციის პერიოდით.+

ჯვარცმის კვალის ფრაგმენტი. ფოტო: independent.co.uk

5. აღმოჩენები მკვდარ ზღვაზე

ისრაილის სიძველეთა სამმართველომ გამოაცხადა გათხრების ოთხწლიანი პროექტის შედეგები, რომლებიც წარმოებდა ძნელადმისადგომ გამოქვაბულებში ხედებით მკვდარ ზღვაზე. აღმოჩენები მოიცავდნენ ისრების წვეტებს, მონეტებს, სავარცხლებს, ახალგაზრდა ქალიშვილის მუმიფიცირებულ ნაშთებს და ბიბლიური ტექსტების ათეულობით ნაწყვეტებს. გრაგნილთა ფრაგმენტები მოიცავენ  ნაწყვეტებს წინასწარმეტყველ ზაქარიასა და ნაუმის წიგნებიდან, მაგრამ ეგრეთ წოდებულ „მკვდარი ზღვის გრაგნილებთან“ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს ტექსტები ხელს შეუწყობენ წმინდა წერილის განმატებაზე მუშაობას.

უძველესი ხელნაწერი. ფოტო: christianitytoday.com

საოცარ  მონაპოვარს წარმოადგენს კალათა შეულახავი თავსახურით, რომელიც 10500 წლისაა. ის ეკუთვნის წინაკერამიკული ნეოლიტის პერიოდს, რომელიც ყველაზე ძველია პერიოდებს შორის. კალათა მოგვაგონებს ბიბლიურს, მაგალითად იმას, რომლის წყალობით მოციქულმა პავლემ შეძლო თავის დაეღწია დევნას, როდესაც ის დამასკოს კედლიდან ეშვებოდა.

4. აღმოჩენები იავნაში

2021 წელს ქალაქ იავნაში, რომელიც მდებარეობს ტელ-ავივსა და აშდოდს შორის, არქეოლოგებმა საოცარი არტეფაქტები აღმოაჩინეს. ისინი მნიშვნელოვანია ბიბლიური პერიოდის ყოფითი კულტურის გაგებისთვის.

მეცნიერებმა იპოვეს ხუთი უზარმაზარი, ნახევარი კალათბურთის მოედნის ზომის საყოფაცხოვრებო მოედანი პრესების დასამზადებლად, რომლებსაც ღვინის წარმოებაში იყენებდნენ, ოთხი უზარმაზარი საწყობი და ღვინის დოქების მოსაწვავი ღუმელები. ისინი დათარიღებულია  ჩვენს წელთააღრიცხვამდე დაახლოებით 300 წლით.

იავნეში აღმოჩენილი კერამიკული ნამუშევრები.  ფოტო: cnn.com

3. დარბაზი ტაძრის მთაზე

დარბაზის გათხრებსა და კვლევებს არქეოლოგები 1867 წლიდან აწარმოებდნენ და მხოლოდ ახლა დაასრულეს. სპეციალისტებმა დაათარიღეს ის ჩვ. წ. 20 წლით - იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დრო. ნგრევის დრო შესაძლოა  ქრისტეს ჯვარცმის დროს მიწისძვრას მოწმობდეს.

დარბაზი ტაძრის მთაზე. ფოტო: msn.com
 
არქეოლოგების მუშაობა დოქის აღმოჩენისას. ფოტო: allisrael.com

 

2. გედეონის დოქი

არტეფაქტი ნაპოვნია ჰირბატ-ერ-რაიში, ისრაელის სამხრეთით, ტელ-ლახიშთან ახლოს. დოქი ალბათ არ ეკუთვნოდა თვით გედეონს. არქეოლოგებმა დაათარიღეს ის ჩვ. წ-მდე 1100 წლით, მსაჯულთა პერიოდით, მაგრამ  გედეონის ეპოქიდან ასი წლის შემდეგ, ბიბლიის შიდა ქრონოლოგიიდან გამომდინარე. ამ პერიოდის შესახებ არქეოლოგიური ცნობები მწირია, ამიტომ მონაპოვარი მნიშვნელოვანია ბიბლიური ეპოქის გაგებისთვის.

  1. მეორე სინაგოგა მაგდალში

ჰაიფას უნივერსიტეტმა განაცხადა მაგდალში პირველი საუკუნის კიდევ ერთი სინაგოგის აღმოჩენის შესახებ. ათ წელიწადზე მეტი გავიდა მაგდალში პირველი სინაგოგის აღმოჩენის შემდეგ. სპეციალისტები თვლიან, რომ სწორედ ამ სინაგოგებში იმყოფებოდა იესო თავისი მსახურების დროს (მთ. 4:23).

მენორის ნაწილი მეორე სინაგოგიდან. ფოტო: timesofisrael.com

როგორც მჟკ იუწყებოდა, არქეოლოგებმა  მარიამ მაგდალინელის სამშობლოში 2000 წლის  სინაგოგა აღმოაჩინეს.

ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას

1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.

გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი

„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.

ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.

უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა

პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.

რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა

მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".

ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი

სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.