თეოფილე III: მსოფლიომ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ექსტრემისტებს, სანამ დროა

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III. ფოტო: globallookpress.com

იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III. ფოტო: globallookpress.com

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ  გაზეთ "იზვესტიასთან " ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო უნდა შეეწინააღმდეგოს ექსტრემისტებს, სანამ არ არის გვიან. მან თქვა, რომ წმინდა მთაზე ქრისტიანებს ემუქრებიან ისრაელის ექსტრემისტების მიერ კარგად დაფინანსებული პატარა ჯგუფები. ეს დაჯგუფებები დაუცველი ქრისტიანული  საზოგადოებების წინააღმდეგ აწარმოებენ დამქანცველ ომს .

"ამჟამად ჩვენ შევადგენთ მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს, და ჩვენი რიცხვი მცირდება. მსოფლიომ უნდა იმოქმედოს, სანამ არ იქნება ძალზე გვიანი",-აღნიშნა იერუსალიმის პატრიარქმა.

უნეტარესმა პატრიარქმა თეოფილემ განმარტა, რომ თუ რადიკალები მიიტაცებენ სტრატეგიულ ობიექტებს  ქრისტიანი მომლოცველების გზაზე იაფეს ჭიშკართან, მაშინ ქრისტიანები  მასიურად დაიწყებენ ისრაელის დატოვებას. ეს გამოიწვევს სრულფასოვანი ქრისტიანული თემის დაკარგვას.

"ქრისტიანული თემის, საზოგადოების დაკარგვა, რომელიც რეგიონში ყველა რელიგიის ადამიანებისთვის უზრუნველყოფს განათლებას, ჯანდაცვას, ჰუმანიტარულ დახმარებას, დამღუპველ გავლენას მოახდენს მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ნაწილზე. ასევე ტრაგიკულად  ჩირქს მოსცხებს იერუსალიმის, როგორც მსოფლიოს რელიგიური დედაქალაქის რეპუტაციას",-აღნიშნა პატრიარქმა თეოფილემ.

ადრე მჟკ წერდა, რომ იერუსალიმის პატრიარქმა ისაუბრა სიონისტების მხრიდან ქრისტიანებზე თავდასხმის შესახებ.

უუს-მა დააკავა უმე-ის მღვდლები ებრაელთა ღირსების შელახვისა და ღალატის გამო

მღვდლები ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დააკავეს.

მიტროპოლიტი ონუფრი სიტყვით მიმართავს რუსეთის შემოსევის წლისთავზე

უმე-ის წინამძღვარმა მოუწოდა ლოცვისკენ უკრაინას და აღნიშნა თანამემამულეებს შორის ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობა.

დონბასში, მირნოგრადში უმე-ის მორიგი ეკლესია გაძარცვეს

თავდამსხმელებმა ეკლესიის ინტერიერი დააზიანეს, ეკლესიის შემოწირულობის ყუთები გახსნეს და საეკლესიო ჭურჭელი მოიპარეს.

ფანარის თავი: ქრისტე აღსდგა - აღდგება უკრაინა

პატრიარქმა ბართლომემ მხარი დაუჭირა ზელენსკის და მოითხოვა უკრაინის ჩართვა მოლაპარაკებების პროცესში.

პოკროვსკში მარადიორებმა გაძარცვეს და შეურაცხყვეს უმე-ის წმ. ნიკოლოზის ეკლესია

ეს უკვე მეორე ეკლესიაა პოკროვსკის ეპარქიაში, რომელიც ბოლო დღეებში ვანდალებმა შეურაცხყვეს.

მიტროპოლიტმა ონოფრემ თქვა, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ბედნიერების მიღწევა

უმე-ის წინამძღვარმა ისაუბრა ღვთაებრივ ნიჭზე და ორ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ელის თითოეულ ადამიანს.