მეუ-ს აკრძალული უმე (კ) კს "იერარქი" : არასდროს ვყოფილვარ მათი ბანდის წევრი
ბელორუსიისა და ობოიანის «მიტროპოლიტი» იოასაფი. ფოტო: cerkva.info
"ბელგოროდისა და ობოიანსკის უმე (კ)კს "მიტროპოლიტი" იოასაფი თავის Facebook გვერდზე კომენტირებას უკეთებს მეუ-ს "სინოდის" გადაწყვეტილებას უმე (კ) კს "იერარქების" მსახურების აკრძალვის შესახებ.
მისი სიტყვებით, მეუ-ს "სინოდის" გადაწყვეტილება "მორიგი, ნაღვლიანი ღიმილის მომგვრელი სიგიჟეა უზურპატორების ჯგუფის" მხრიდან. "იერარქი" მიუთითებს, რომ ადამიანს, რომელიც ცოტათი მაინც გაცნობიერებულია საეკლესიო სამართალთან, ეს ქაღალდი ხარისხის ჩამორთმევაზე მხოლოდ გაამხიარულებს.
"მათ არა აქვთ მორალური ძალა გაიგონ, რომ ამ თავისი საჯარო გადაწყვეტილებით მთელს ქვეყანაზე დაამტიცეს ის, რაზეც მე მათ ვწერდი მათი უკანონობის დასაწყისში, და რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია- მე არასდროს არ ვყოფილვარ მათი ბანდის წევრი (გამოყოფილია ორიგინალში,-რედ.), მათ მიერ მკრეხელურად წოდებული როგორც სეუ (მეუ, როგორც ჩაწერილია ტომოსში,-რედ.)",-დაწერა მან.
თუნდაც ფორმალური ნიშნით, "იერარქის" სიტყვებით, ის არ ემორჩილება მეუ-ს:
"მათი ყალბი "დოკუმენტების"-წესდების თანახმად, ტომოსით- მათში ხომ შავით თეთრზე წერია- სეუ-ს იურისდიქცია ვრცელდება მხოლოდ უკრაინის საზღვრებში".
"მიტროპოლიტმა" იოასაფმა აღნიშნა, რომ თვით არჩევა დუმენკოს წინამძღვრად მოხდა რამდენიმე საეპისკოპოსო კრების მოტყუებით. ეგრეთწოდებული " გამაერთიანებელი კრება" და მასში წესდების მიღება, რომელმაც დიასპორა ავტომატურად დააყენა მათი იურისდიქციის გარეთ, ასევე მოყუებულ იქნა.
თავის მიმართვაში "იერარქმა" შეახსენა "სინოდს", რომ ადრე, უმე (კ)კს ადგილობრივ კრებაზე, მიიღეს გადაწყვეტილება მეუ-ს შემადგენლობიდან გასვლისა და კიევის საპატრიარქოს მოღვაწეობის განახლებაზე.
ამ კრებაში მონაწილეობისათვის სეუ-ს სინოდის გადაწყვეტილებით "მიტროპოლიტ" იოასაფ შიბაევი და მის "ვიკარი" პეტრე მოსკალიოვი გარიცხეს სეუ-ს საეპისკოპოსოს შემადგენლობიდან. მაგრამ არც თვითონ "მიტროპოლიტი", არც მისი "ვიკარი" არასდროს არ შედიოდნენ სეუ-ს "ეპისკოპატში".
"ჩანს, ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, არაფერი რომ არ ვთქვათ მორალურ მხარეზე, არც კანონებზე, ისინი არ ღებულობენ და არც გებულობენ. მორალური ინვალიდების ბრბოს შეუძლია მოიქცეს მხოლოდ ასე- უგუნურად, მდაბლად, სიცრუით. ასე ხდება, როდესაც გაუნათლებელი და ამორალური პირები იწყებენ იმის მართვას, რასაც ისინი უწოდებენ ეკლესიას",- განაცხადა "იერარქმა".
დასასრულს "მიტროპოლიტმა" იოასაფ შიბაევმა მიმართა "ეპიფანეს". მან დაწერა, რომ "სინოდის" გადაწყვეტილება უცნაური და არაკანონიკურია.
"თქვენ არ მოგინიჭებიათ ჩემთვის ეს ხარისხი, და თქვენ ვერ წამართმევთ მას. პირველად თქვენ უნდა ჩამოგართვან ხარისხი არამარტო საეკლესიო კანონების , არამედ საღვთო კანონების ზნეობრივი ნორმების უხეშად დარღვევისათვის",-აღნიშნა მან.
განცხადებაში "იერარქმა" მიმართა ფილარეტს წინადადებით, შეიქმნას სინოდალური კომისია სეუ-დან კარიერისტთა ჯგუფის მიერ "ხელისუფლების უზურპაციის" შესწავლისა და გასაჯაროებისათვის".
"გასცენ პასუხი თავის დანაშაულობებზე, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ჩაიდინეს. და ისტორიამ აღბეჭდოს სახელები ახალი მაქსიმ ცინიკოვებისა და ჰერისტრატებისა",-დაასკვნა მან.
ადრე მჟკ წერდა, რომ უმე(კ)კს-ს "მიტროპოლიტი" იოასაფ შიბაევი დარწმუნებულია, რომ მეუ "შევა ისტორიაში როგორც ყაჩაღური ეკლესია".
ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა სერაფიმე საროველის ხსოვნას
1776 წელს მომავალი წმინდანი მომლოცველად გაემგზავრა კიევ-პეჩერის ლავრაში, სადაც საბოლოოდ გადაწყვიტა სამონასტრო აღთქმის დადება.
გაერო: ეროვნული უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მორწმუნეთა უფლებების დარღვევის საბაბი
„ეროვნული უსაფრთხოება არ არის რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მართებული საფუძველი საერთაშორისო და ევროპული კანონმდებლობით“, - თქვა კალჰუნმა.
ელენსკიმ თქვა, მიიღებენ თუ არა უმე-ს მღვდლები ჯავშანს
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ უმე-ის სასულიერო პირებს არ შეეხება ჯავშანი.
უმე-ის ორ ლავრაში სიმღერების მასშტაბური ფესტივალები ჩატარდა
პოჩაევისა და სვიატოგორსკის ლავრას ფესტივალებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გუნდები შეუერთდნენ.
რუსეთში ომის გამო მართლმადიდებელთა კათოლიციზმზე მოქცევა ოთხჯერ გაიზარდა
მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიებში დადიან, განაცხადეს, რომ მათ სურთ ილოცონ მშვიდობისთვის და არა "რუსული არმიის გამარჯვებისთვის".
ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სამსახურში განაცხადეს, როდის შევა ძალაში უმე-ის აკრძალვის კანონი
სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის სამსახურის უფროსმა განმარტა, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ანტიეკლესიური კანონი ამოქმედდეს.