მიტ.ბენიამინი გერმანიის ელჩს: არ არის საჭირო სლავებს შორის კედლის აღმართვა

სრულიად ბელორუსიის საპატრიაქრო ეგზარხოსმა, მინსკისა და ზასლავლის მიტროპოლიტმა ბენიამინმა გერმანიის ელჩთან მანფრედ ხიურერთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომ ბელორუსები ძალიან განიცდიან უკრაინისა და რუსეთის ძმური ხალხების შორის შექმნილ ურთიერთობას. ამას იუწყება ბელორუსიის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური პორტალი.

"ჩვენს ქვეყნებს აქვთ საერთო ისტორიული და კულტურული ფესვები, ნათესაური კავშირი და ერთიანი რწმენა.  ჩვენ გვახსოვს , XX საუკუნის გერმანიის ისტორიაში იყო მტკივნეული პერიოდი აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად დაყოფისა, რომელიც ასე მძიმედ გადაიტანა გერმანელმა ხალხმა. თანამედროვე დროს მნიშვნელოვანია, რომ ამდაგვარი კედლები არ აღიმართოს სლავ ხალხებს შორის, განხეთქილების მიზეზები გადალახულ იქნას, და ჩვენმა სახელმწიფოებმა შეძლონ გააგრძელონ თავისი ისტორია  ორმხრივ მშვიდობაში, თანხმობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში",-აღნიშნა მიტროპოლიტმა ბენიამინმა.

საუბრის დროს ბელორუსმა იერარქმა და გერმანული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა განიხილეს მსოფლიო პოლიტიკის პრობლემები, რელიგიათაშორისი ურთიერთობები, სოციალური მხარდაჭერის საკითხები.

ბმე-ს წიმანძღვარმა მოუწოდა  წარმოქმნილი კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდეს , რათა არ მივიდეთ საპირისპირო შედეგთან, ორმხრივ გაუგებრობასა და გაუცხოებასთან. მან შეახსენა, რომ  ეკლესიის მისია არის შერიგება, გაერთიანება, ცხოვრებაში სულიერი კანონების დაცვისკენ მოწოდება.

მიტროპოლიტმა ბენიამინმა გამოხატა იმედი, რომ გერმანული დიპლომატიური მისია ბელორუსიაში ხელს შეუწყობს სახელმწიფოებსა და ადამიანებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაში ევანგელისტური კანონების თანახმად: "მშჳდობით იყვენით ურთიერთას (მარკ. 9:50).

ადრე მჟკ წერდა, რომ ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს იმედი აქვს, რომ  უკრაინა დაბრუნდება სლავების წიაღში.

ზელენსკი აშშ-ში: ჩვენ უკრაინაში ყველაფერს ვაკეთებთ რელიგიური თავისუფლების დასაცავად

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ევანგელისტური ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა.

ზელენსკიმ ტრამპს უსიკის ქამარი აჩუქა

უმე-ის მრევლმა ალექსანდრე უსიკმა ზელენსკის თავისი საჩემპიონო ქამარი გადასცა, ზელენსკიმ კი ტრამპს.

ეპიფანემ დააჯილდოვა ლვოვის თანამდებობის პირი, რომელმაც ჩერნივცის ეკლესიები მეუ-ს „გადასცა“

სალომე გრინივს მიენიჭა სერთიფიკატი "მეუ-ს წინაშე დამსახურებისთვის".

უმე-ის წინამძღვარმა სამწყსო მარხვის წინ დალოცა

მიმართვა წაიკითხება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა ეკლესიასა და მონასტერში შენდობის კვირას.

ჩერნივცის ხელისუფლება: დარეგისტრირდა თემების გადაწყვეტილებები უმე-ისადმი ლოიალობის შესახებ? ეს ჩვენთვის არ არის

ჩერნივცის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათი ამოცანაა რელიგიური თემების წესდებაში ცვლილებების რეგისტრაცია, მაგრამ არა მათი სტატუსის დადასტურება.

მეუ-მ მიტროპოლიტი არსენი დაადანაშაულა "ასობით უკრაინელის მკვლელობაში"

მეუ-ს „მღვდელმა“ თქვა, რომ სვიატოგორსკის მიტროპოლიტმა, თითქოს, რუსული იარაღი მიმართა უკრაინის მიმართ.