რომის პაპი - ბართლომეს: ვაგრძელებთ გზას სრული ურთიერთობის დამყარებისკენ

რომის პაპმა ვიდეომილოცვაში, რომელიც მან ფანარიონის მეთაურს გაუგზავნა მისი აღსაყდრების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ ორ სულიერ ლიდერს შორის წარმოიშვა პირადი ურთიერთგაგება. ამის შესახებ იუწყება vaticannews.va. პონტიფიკოსი იხსენებს, რომ ეს თბილი მეგობრობა ცხრა წლის წინ ჩაისახა, როდესაც პატრიარქი ბართლომე პაპ ფრანცისკეს ინაუგურაციაზე ჩავიდა რომში

მას შემდეგ, რომის პაპის სიტყვებით, მათი ურთიერთობა გადაიზარდა „ძმურ მეგობრობაში იმ უამრავი შეხვედრის დროს, რომლებიც მათ  მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ“, - იუწყება vaticannews.va.

პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ მას და ფანარიონის მეთაურს  ბევრ საკითხში მსგავსი პოზიციები აქვთ თანამედროვეობის გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებით, კერძოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც.

მისი უწმინდესობა ბართლომე დაუღალავად მიანიშნებდა დიალოგზე გულმოწყალებითა და ჭეშმარიტებით, როგორც ქრისტეს მორწმუნეთა შერიგებისა და მათი სრული ურიერთობის აღდგენის ერთადერთ შესაძლო გზაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს ამ გზით ერთად სიარული“, - თქვა რომის პაპმა.

მანამდე მჟკ წერდა, რომ პატრიარქ ბართლომეს აზრით, მორწმუნეთა დონეზე მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა ერთობა უკვე მიღწეულია, ხოლო გაერთიანებას სულიწმინდა უძღვება.

სომხეთის ეკლესიამ ფაშინიანის საგადასახადო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

სომხური ეკლესიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრის სიტყვებს დაბეგვრის შესახებ „ავადმყოფი გონების პროდუქტი“ უწოდა.

ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უმე-ის მორწმუნეების წინააღმდეგ ჩერკასის ინციდენტის გამო

პოლიციამ მთავარანგელოზ მიქაელის საკათედრო ტაძრის დამცველებს ეჭვმიტანილთა ცნობები გადასცა.

ყაზახეთში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შემთხვევის შედეგად იერარქმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე ჭყლეტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ჭყლეტა დაიწყო ნაპირზე, როდესაც ცურვის მსურველებმა მათი ბიძგვა დაიწყეს, ვინც უკვე მდინარეში იყო შესული.

ალბანეთში ათასობით მორწმუნე ეგებება გარდაცვლილი არქიეპისკოპოსი ანასტასის ცხედარს

მორწმუნეები მღერიან „ქრისტე აღსდგა“ და ყვავილებით ამკობენ  მანქანას.

მეუ-ს კრეხაევის ტაძარში ლოცვებს ტუალეტის ქაღალდად იყენებენ - ვიდეო

სამების ეკლესიის სოფლის საპირფარეშოში, რომელიც გადაყვანილია უმე-დან, მეუ-ს წარმომადგენლები ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად იყენებენ უმე-ის მსახურებებისა და ლოცვების ლიტურგიკული თანმიმდევრობის მითითებებს.